წელს ГУМ-ის ყინულის მოედნის მე-14 სეზონის თემად იქცა საბავშვო პროგრამა „ღამე შვიდობისა, პატარებო!“. მაყურებლებს ღონისძიებაზე უჩვენეს ამონარიდი ახალი შოუდან „მძინარე მზეთუნახავი. ორი სამეფოს ლეგენდა“, რომელზეც დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ყინულის მოედნის გახსნას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი ტატიანა ნავკა, ყინულზე ცეკვის ოთხი კონტინენტის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული პეტრო ჩერნიშევი და 2018 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ალინა ზაგიტოვა.
ღონისძიებაზე სასიამოვნო საზეიმო გარემო იყო. სტუმრები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ზღაპარში – ისინი სურათებს იღებდნენ თემატური სტენდების ფონზე, ესაუბრებოდნენ ზღაპრების გმირებს და ნუგბარს მიირთმევდნენ. ყინულზე სრიალის მსურველებისთვის ადგილზე ქირავდებოდა ციგურები.
საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ და მისი ბრენდი Sputnik ГУМ-ის ყინულის მოედნის საინფორმაციო პარტნიორები გახდნენ.