ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის საშინელი შედეგები - ფოტო
ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის საშინელი შედეგები - ფოტო
Sputnik საქართველო
ალბანეთში ნოემბრის ბოლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც მეზობელი ქვეყნებიც დააზარალა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში... 01.12.2019-ს, Sputnik საქართველო
ალბანეთში ნოემბრის ბოლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც მეზობელი ქვეყნებიც დააზარალა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, ჩერნოგორიაში, სერბეთსა და მაკედონიაში
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 48 ადამიანი. დაახლოებით 800 ადამიანი დაზარალდა სტიქიური უბედურების შედეგად. სტიქიური მოვლენის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი დურესი.
28 ნოემბერს ალბანეთი დამოუკიდებლობის 107-ე იუბილეს აღნიშნავდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ილირ მეტამ მოქალაქეებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რათა დაზარალებულებს დაეხმარონ
სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან და ყველაზე დიდი ქალაქიდან - ტირანადან 30 კილომეტრში მდებარეობდა, მეორე მიწისძვრის - 48 კილომეტრის დაშორებით
ღირს აღინიშნოს, რომ 21 სექტემბერს ალბანეთში 6 მაგნიტუდის მქონე ორმაგი მიწისძვრა მოხდა, მისი ეპიცენტრი ქალაქი დურესის მახლობლად იყო, რომელიც ნოემბრის მიწისძვრამაც დააზარალა
ალბანეთი განთავსებულია ორ ტექტონიკურ ფილას შორის - ევრაზიისა ფილა და ადრიატიკის მიკროფილა. ალბანეთის დასავლეთ ნაწილი სეისმურად საკმაოდ აქტიურია, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში 6 მაგნიტუდაზე მეტიანი მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა