საყვარელი გოგონადან თვალისმომჭრელ შურისმაძიებლამდე: სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის ხდება
საყვარელი გოგონადან თვალისმომჭრელ შურისმაძიებლამდე: სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის ხდება
Sputnik საქართველო
ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც კინოს მოყვარულებს ათობით შესანიშნავი ფილმი აჩუქა, დაბადების დღეს აღნიშნავს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“... 22.11.2019-ს, Sputnik საქართველო
ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც კინოს მოყვარულებს ათობით შესანიშნავი ფილმი აჩუქა, დაბადების დღეს აღნიშნავს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ვარსკვლავის სურათები.
დღეს ჰოლივუდის ყველაზე ქარიზმატული ქერა წარმომადგენელი სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის ხდება. ვარსკვლავმა კარიერა საყვარელი გოგონას როლებით დაიწყო, რომლებსაც სერიოზულად არავინ იღებდა, თუმცა შემდეგ დრამატული როლები მოირგო. 2010 წელი კი მსახიობისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – მომხიბვლელმა გოგონამ „რკინის კაცი 2“-ში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მაგარი და სექსუალური სუპერგმირი ქალის ნიშაც დაიკავა.
როდესაც სკარლეტი 8 წლის გახდა, დედამ ის მანჰეტენზე წაიყვანა, ლი სტრასბერგის ცნობილ თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც გოგონას ნიჭიერებით მოიხიბლნენ და ჯგუფში აიყვანეს
„თარგმანში დაკარგულებში“ შარლოტას როლისათვის იოჰანსონმა მიიღო ჯილდო BAFTA და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია კომედიურ-მიუზუკლში საუკეთესო ქალი შემსრულებლისათვის
განსაკუთრებით წარმატებულ იაღმოჩნდა მისი „შურისმაძიებელთა“ გუნდში მოხვედრა. სკარლეტ იოჰანსონი, იგივე ნატაშა რომანოვა (შავი ქვრივი) - განსაკუთრებით საშიში და წარმოუდგენლად მომხიბვლელია. პირველად ის „რკინის კაცის“ მეორე ნაწილში ჩნდება
„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ჯილდოების არქონის მიუხედავად, მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია და ყველაზე სასურველი და სექსუალური მსახიობების რეიტინგებშიც ყოველწლიურად მოწინავე პოზიციას იკავებს