11:38 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ფოტო

ბარიკადები, პლაკატები და სამშენებლო ნარჩენები: ოპოზიციამ პარლამენტის შენობა დაბლოკა – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
68 0 0
  • პარლამენტისკენ მიმავალი გზები კარვებითა და ქვიშის ტომრებით გადაკეტეს
  • პარლამენტთან მორიგეობენ ოპოზიციის აქტივისტები
  • პარლამენტის ყველა შესასვლელებულს გაძლიერებულად იცავენ. რკინის ჭიშკარი, რომლის გავლითაც ავტომობილები შედიან პარლამენტის ტერიტორიაზე, ბოქლომით არის დაკეტილი
  • მომიტინგეებმა კარვები გაშალეს პარლამენტის შენობასთან
  • ჯერ-ჯერობით შენობასთან სიმშვიდეა, ოპოზიციის მომხრეთა ნაწილი თავს იქცევს ბანქოს თამაშით, სოციალური ქსელების თვალიერებითა და ახალი ამბების ნახვით
  • აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატების პარლამენტში შეშვებას არ აპირებენ
  • პარლამენტის ე~ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია
  • პარლამენტის შენობის წინ ასევე არიან მომიტინგეები
  • აქ ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: ფოტოზე - გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი
  • პარლამენტისკენ მიმავალი გზა, რომელზეც ბარიკადებია აღმართული
  • პარლამენტის კიდევ ერთი შესასვლელი პირველი გიმნაზიის მხრიდან
  • ოპოზიციის აქტივისტები კარვებში ისვენებენ
  • მომიტინგეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ სასურველ შედეგს
  • მათ აქტიურად უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. ფოტოზე - ქართველი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია
  • მომიტინგეებმა გზაზე კარვები გაშალეს
  • რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს „ნაცმოძრაობის „პერფორმანსი“ უწოდა
  • ქვიშის ტომრები და სამშენებლო ნარჩენები მომიტინგეებმა კვირას ღამით მიიტანეს პარლამენტთან
  • პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტომრების მანქანით მიტანის ნებართვა არ მისცა, ამიტომ მათ ხელით მიტანა მოუხდათ
  • ოპოზიცია საქართველოს პარლამენტთან ყოველ საღამოს რეგულარულ მიტინგებს აანონსებს. მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა
  • რით დასრულდება ასეთი წინააღმდეგობა?
© Sputnik / Alex Shlamov
პარლამენტისკენ მიმავალი გზები კარვებითა და ქვიშის ტომრებით გადაკეტეს

მომიტინგე ოპოზიციონერებმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე შესასვლელები დაბლოკეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდება შენობასთან.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ყველა გზა ქვიშის ტომრებითა და სამშენებლო ნარჩენებით გადაკეტეს. ამ დროისათვის ქუჩები კვლავ დაბლოკილია. იხილეთ ფოტოკადრები, თუ რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები