11:36 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ფოტო

კვირა დღის ფოტოქრონიკა ორი აქციიდან: თბილისური საპროტესტო ვნებები

მოკლე ბმულის მიღება
10210
  • ანტისამთავრობო აქცია პარლამენტის შენობასთან, თბილისი, 2019 წელის, 17 ნოემბერი
  • მოსახლეობას მიტინგზე გამოსვლისკენ ოცზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა
  • პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა მოთხოვნაც ხელისუფლების შეცვლაა
  • რუსთაველის პროსპექტი თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე გადაკეტილი იყო
  • მომიტინგეები აქციას ცალკეულ კოლონებად უერთდებოდნენ
  • ახლად ჩამოყალიბებული „ლელო“ ტრადიციული ყვითელი ალმებით გამოჩნდა აქციაზე
  • მამუკა ხაზარაძის „ლელომ“ ერთგვარი პერფორმანსიც მოაწყო ყვითელი კვამლით
  • აქციაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვაშაძე - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი
  • აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და ივლისში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვდნენ
  • „პატრიოტთა ალიანსმა“ პარალელური საპროტესტო აქცია გამართა რესპუბლიკის მოედანზე
  • „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებმა ხელისუფლებას სიმბოლურად უჩვენეს წითელი ბარათები
  • „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყეს ოპერის თეატრამდე. ისინი არ შეერთებიან რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილებს
  • ამასობაში გიგი უგულავამ თანამოაზრეები შეკრიბა და პარლამენტის კარებს რკინის ბოქლომები დაადო
  • ასე გამოიყურება პარლამენტის შესასვლელი - რკინის კარი რკინის ბოქლომებით
  • მოგვიანებით ოპოზიციამ პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები გაშალა
  • მომიტინგეთა ნაწილი მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისისკენ დაიძრა
  • „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიცია იყო გამაგრებული
  • პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, ახალგაზრდებმა ასფალტზე დატოვეს წარწერა „წადი“
  • ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „იქნება სიურპრიზები“, მზადდება მსვლელობა, თუმცა მარშრუტი გასაიდუმლოებულია
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ანტისამთავრობო აქცია პარლამენტის შენობასთან, თბილისი, 2019 წელის, 17 ნოემბერი

საქართველოს დედაქალაქში კვლავ აგორდა საპროტესტო ტალღა. იხილეთ დღევანდელ მოვლენათა ქრონიკა Sputnik−ისგან

საპროტესტო აქციების ტალღამ დღეს, კვირას, ერთგვარ პიკს მიაღწია — ოპოზიციამ ერთდროულად ორი მიტინგი ჩაატარა თბილისის ცენტრში.

პარლამენტის წინ ოცზე მეტი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარში“ მართავდა აქციას.

ორივე აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას, რომლის თანახმადაც 2020 წლიდან არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები