11:45 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ფოტო

ლოზუნგები, კოცონი და ცხელი ფუნთუშები: როგორ მიმდინარეობს მიტინგი თბილისში - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
12200
  • აქციის მეორე დღეს პარლამენტთან ათასამდე ადამიანი შეიკრიბა
  • აქციის მონაწილეებს თან ყავდათ შინაური ცხოველები
  • გასათბობად მომიტინგეები რკინის კასრებში შეშას წვავდნენ
  • შეშის რეზერვი მეტყველებს იმაზე, რომ აქციის მონაწილეები სიცივისთვის მზად არიან და დაშლას არ აპირებენ
  • რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ
  • აქციის მონაწილეები ახლა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ
  • მნიშნელოვანია, რომ მომიტინგეები მოითხოვენ არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას
  • პარასკევს, მიტინგის ფონზე, ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმებს განიხილავდნენ
  • შეშა, კასრები და პლედები კარვების ქალაქში პარასკევს დღისით მიიტანეს
  • აქციის მონაწილეთა ნაწილი ტრიბუნაზე გამომსვლელებს უსმენდა, ზოგიც კოცონთან თბებოდა
  • ასაკოვანი ადამიანებისათვის ნოემბრის სიცივეში საათობით ქუჩაში დგომა რთულია, თუმცა ისინი წასვლას არ აპირებენ
  • აქციის მონაწილეებს ცხელი ყავითა და ჩაით უმასპინძლდებიან
  • აქციის მონაწილეები ღამით სახლებში მიდიან, მეორე დღეს კი აქციაზე ბრუნდებიან. ხოლო ზოგიერთი მომიტინგე აქციაზევე იძინებს
  • მიტინგზე შეშა დიდი რაოდენობით მიაქვთ
  • აქცია სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს, ადამიანები კი ერთმანეთს ეცნობიან, საუბრობენ, კითხულობენ
  • საქართველოს პარლამენტთან უამრავი კარავია გაშლილი
  • რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
  • გიგი უგულავა საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად აქციას შეუერთდა
  • მომიტინგეებმა ძველი აქციებიდან გამოცდილება მიიღეს და წინასწარ შეემზადნენ ხანგრძლივი აქციებისათვის
  • საპროტესტო აქციას მშვიდობიანი ხასიათი აქვს. ხალხი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებს. ხელისუფლებას არავითარი რადიკალური ზომები არ მიუღია
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
აქციის მეორე დღეს პარლამენტთან ათასამდე ადამიანი შეიკრიბა

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელზეც მომიტინგეები ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას

ასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მეორე დღეს, რომლებიც ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას პროპორციული სისტემით. ხალხი გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავს. მომიტინგეები ერთმანეთს საკვებითაც გაუმასპინძლდნენ.

აქცია პარასკევს ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარეშე მიმდინარეობდა, რომლებიც იმ დროს ლეიბორისტული პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმებს განიხილავდნენ.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები