რაჭა მდინარე რიონის ზემო წელში მდებარეობს, რაჭაში ორი რაიონული ცენტრია – ამბროლაური და ონი.
რაჭაში არის სოფელი, რომლის სახელსაც ატარებს ცნობილი ღვინო „ხვანჭკარა“.
კინომანებმა ასევე იციან – ქართულ კინემატოგრაფიაში რაჭა აღბეჭდილია გია მატარაძის ცნობილ კომედიაში „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, სადაც იუმორით გვიამბობენ ამ გასაოცარ მხარესა და მის მკვიდრებზე.

1/14
© photo: Sputnik
რაჭას სილამაზისა და ადგილმდებარეობის უნიკალურობის გამო საქართველოს პატარა სამოთხესაც უწოდებენ

რაჭა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს

კულტურის საინტერესო ნიმუშებისა, ამ მხარეში მრავლადაა ტყეები, ალპური ტბები და მომაჯადოებელი ხედები

4/14
© photo: Sputnik
სუფთა ჰაერი, ღრმა ჩანჩქერები, ალპური მთები და აყვავებული ტყეები - ასეთი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს

ზამთარი აქ ცივი და ხანგრძლივია, ზაფხული - მოკლე, თბილი, ხანდახან კი ძალიან ცხელიც

6/14
© photo: Sputnik / Stringer
რაჭას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიკოსებმა აქ ბრინჯაოს ხანაში სიცოცხლის არსებობის კვალი აღმოაჩინეს

7/14
© photo: Sputnik
რაჭაში ტავმოყრილია ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები და მყინვარები. მათ შორის - ტბა უძირო, სასვანო, მყინვარი ბუბა, ზნაკვისა და ბარეულის ჩანჩქერები

რაჭა ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ამიტომ ჰავა აქ ტენიანია, კლიმატი კი - ცივი

9/14
© photo: Sputnik
რაჭაში ხარობს ყურძნის უგემრიელესი ჯიში „ხვანჭკარა“. მიიჩნევა, რომ სახელი „ხვანჭკარა“ ღვინოს სტალინმა შეურჩია

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბუნებრივი ნახევრადტკბილი „ხვანჭკარის“ მთავარი ტექნოლოგი და შემქმნელი ქართველი აზნაური დიმიტრი ყიფიანი იყო

რაჭის უნიკალურობა აისახება როგორც მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ასევე მდიდარ და მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნაზეც

საშუალო წლიური ტემპერატურა ამ მხარეში მერყეობს +9°С-დან +11°С-მდე, ზაფხულის კი - +20°С-დან +22°С-მდე

უსასრულო აღფრთოვანებს იწვევს სტუმრებში რაჭის მრავალრიცხვოვანი ტყის მასივები, ასევე ცხოველები და ფრინველები

14/14
© photo: Sputnik
განუმეორებელ შეგრძნებებს ბადებს რაჭის მხარესთან გაცნობა, მისი დაკლაკნილი გზები, დათოვლილი კავკასიონის ქედი, უღელტეხილები, ტყეები, მდელოები და ხეობები