20:30 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ფოტო

ბარსელონის აეროპორტში მომიტინგე კატალონიელები პოლიციას დაუპირისპირდნენ – არეულობის ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
101 0 0
© AFP / Pau Barrena
ბარსელონაში, ელ-პრატის აეროპორტთან ახლოს მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ბარსელონაში, „ელ-პრატის“ აეროპორტში მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ორშაბათს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 12 პოლიტიკოსს, რომლებიც კავშირში არიან 2017 წელს კატალონიის რეგიონული სასამართლოს მიერ დამოუკიდებლობაზე უკანონო რეფერენდუმის გამართვასთან და დამოუკიდებლობის შემდგომ გამოცხადებასთან. ცხრა პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს ამბოხებაში, მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დანარჩენი სამი დამნაშავედ ცნეს დაუმორჩილებლობაში და ჯარიმა დააკისრეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მიტინგის დროს რადიკალებმა გადაკეტეს გზები და რკინიგზა, ბარსელონის აეროპორტში შეტაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები