14:20 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ფოტო

საქართველომ მოუგო ურუგვაის და ბონუს ქულა მიიღო - მსოფლიო თასის მატჩის ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
6810
  • საქართველოს და ურუგვაის ნაკრებებს შორის შეხვედრა კუმაგაიში შედგა
  • ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მატჩის მერვე წუთზე გახსნეს, როდესაც ალექსანდრე თოდუამ ლელო ურუგვაის მხარეს დაამიწა
  • პირველი ტაიმი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 12:7 დასრულდა
  • მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტი მობილიზება მოახერხა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა
  • თამაშის დროს ქართველმა მორაგბეებმა ხუთი ლელო და ოთხი გარდასახვა განახორციელეს
  • ურუგვაიელების ანგარიშზე ერთი ლელო და ერთი გარდასახვაა
  • ისტორიაში პირველად, ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასის მატჩში მოახერხეს ოთხისა და მეტი გარდასახვის განხორციელება და ამისათვის ცხრილში ბონუს ქულა მიიღეს
  • ქართველი ქომაგები მსოფლიო თასის მატჩზე საქართველოს და ურუგვაის ნაკრებებს შორის
  • ქართველ მორაგბეებს ჩათვლაში ხუთი ქულა აქვთ და ისინი ცხრილში გაუთანაბრდნენ ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებს
  • შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში ფიჯის ნაკრებთან ითამაშებს
© REUTERS / PETER CZIBORRA
საქართველოს და ურუგვაის ნაკრებებს შორის შეხვედრა კუმაგაიში შედგა

საქართველოს ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ანგარიშით 33:7 მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში მოუგო. წარმოგიდგენთ Sputnik-ის ფოტოლენტაში თამაშის ფოტოებს

კვირას საქართველოს და ურუგვაის ნაკრებებს შორის შედგა რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეები ანგარიშით 33:7 გაანადგურა.
ისტორიაში პირველად, ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასის მატჩში მოახერხეს ოთხისა და მეტი გარდასახვის განხორციელება და ამისათვის ცხრილში ბონუს ქულა მიიღეს. ურუგვაიელების ანგარიშზე ერთი ლელო და ერთი გარდასახვაა. ანგარიშში სხვაობის კიდევ ერთი ქულის გათვალისწინებით, ქართველ მორაგბეებს ჩათვლაში ხუთი ქულა აქვთ და ისინი ცხრილში გაუთანაბრდნენ ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებს.
შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში ფიჯის ნაკრებთან ითამაშებს. ქართველებს სჭირდებათ გამარჯვება, რათა გარანტირებული ჰქონდეთ მონაწილეობა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე.

თეგი:
საქართველო

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები