საფრანგეთის ქალაქ რუანში მდებარე ქიმიკატების ქარხანა Lubrizol-ში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
ქარხანაში ხანძარი თბილისის დროით დილის 04:40 საათზე დაიწყო. ეს ქარხანა კატეგორია SEVESO-ს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმო ხელისუფლების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა იქ არსებული პოტენციურად საშიში მასალების გამო.
ცეცხლის ჩასაქრობად 200-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობდა. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებული ჯერ კიდევ არ არის.

რუანის ქიმიურ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა

ქარხანა Lubrizol-ში პოტენციურად სახიფათო ქიმიური მასალები ინახებოდა

შემთხვევის ადგილზე ასობით მაშველი და მეხანძრე გამოცხადდა

ხელისუფლების განკარგულებით, ქარხნის ირგვლივ ტერიტორია გადაიკეტა

დეპარტამენტის პრეფექტის განცხადებით, არსებობს მდინარე სენის დაბინძურების საფრთხე

თუმცა ჰაერის პირველ სინჯებში ტოქსიკური ნივთიერებების მაღალი დონე არ დაფიქსირებულა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუანსა და მის მეზობელ დასახლებულ პუნქტებში სკოლები დაკეტა

ასევე დაკეტილია ქუჩები და გზები ქარხნის მიმდებარედ

შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გავიდნენ ქუჩებში