11:15 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ფოტო

კვამლში გახვეული რუანი: ხანძარი ქიმიურ ქარხანაში

მოკლე ბმულის მიღება
92 0 0
  • რუანის ქიმიურ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა
  • ქარხანა Lubrizol-ში პოტენციურად სახიფათო ქიმიური მასალები ინახებოდა
  • შემთხვევის ადგილზე ასობით მაშველი და მეხანძრე გამოცხადდა
  • ხელისუფლების განკარგულებით, ქარხნის ირგვლივ ტერიტორია  გადაიკეტა
  • დეპარტამენტის პრეფექტის განცხადებით, არსებობს მდინარე სენის დაბინძურების საფრთხე
  • თუმცა ჰაერის პირველ სინჯებში ტოქსიკური ნივთიერებების მაღალი დონე არ დაფიქსირებულა
  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუანსა და მის მეზობელ დასახლებულ პუნქტებში სკოლები დაკეტა
  • ასევე დაკეტილია ქუჩები და გზები ქარხნის მიმდებარედ
  • შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გავიდნენ ქუჩებში
© REUTERS / PASCAL ROSSIGNOL
რუანის ქიმიურ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა

საფრანგეთის ქალაქ რუანში მდებარე ქიმიკატების ქარხანა Lubrizol-ში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

ქარხანაში ხანძარი თბილისის დროით დილის 04:40 საათზე დაიწყო. ეს ქარხანა კატეგორია SEVESO-ს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმო ხელისუფლების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა იქ არსებული პოტენციურად საშიში მასალების გამო.

ცეცხლის ჩასაქრობად 200-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობდა. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებული ჯერ კიდევ არ არის.

თეგი:
საფრანგეთი

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები