აშშ-ში პრემია „ემის“ გადაცემის 71-ე ცერემონია გაიმართა. იხილეთ დაუვიწყარი მომენტები „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში.
ნომინაციაში "წლის საუკეთესო სერიალი" გაიმარჯვა ლეგენდარულმა სურათმა "სამეფო კარის თამაშები", ხოლო მინისერიალმა "ჩერნობილი" ერთბაშად სამი "ემი" დაიმსახურა.
"ჩერნობილი" ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ გადაიღო ბრიტანულ Sky-სთან ერთად. "საუკეთესო რეჟისურისათვის" ჯილდო შვედ კინემატოგრაფისტ იუჰან რენკს გადაეცა, ხოლო "საუკეთესო სცენარისთვის" — ამერიკელ კრეიგ მეიზინს. გარდა ამისა, ფილმის მთელი გუნდი ასევე დაჯილდოვდა "გამორჩეული მინი-სერიალის" გადაღებისთვის.
რაც შეეხება "სამეფო კარის თამაშებს", რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ყურებად სერიალადაა აღიარებული, მას ამერიკული სატელევიზიო მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის ჯილდო მიენიჭა და ამასთან მეოთხედ გახდა "წლის საუკეთესო დრამატული სერიალი".
ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, კირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი პიტერ დინკლეიჯი ასევე მეოთხედ გახდა მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულის მფლობელი.