11:08 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
ფოტო

"ბორჯღალოსნების" მარცხი უელსთან და გამარჯვების შანსები

მოკლე ბმულის მიღება
93 0 0
  • საქართველოსა და უელსის რაგბისტთა შეხვედრა იაპონიაში 23 სექტემბერს
  • მატჩი ანგარიშში დიდი სხვაობით დასრულდა უელსელთა სასარგებლოდ
  • შეხვედრის პირველი ნახევარი უელსელების უპირატესობით მიმდინარეობდა
  • ქართველი რაგბისტები ძნელად უმკლავდებოდნენ მოწინააღმდეგის შეტევებს
  • უელსელებმა პირველ ტაიმში ოთხიდან სამი მცდელობა წარმატებით განახორციელეს
  • გარდა ამისა, ზუსტად შეასრულეს საჯარიმო დარტყმაც
  • შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 29:0 გავიდნენ - უელსელთა სასარგებლოდ
  • ქართველი რაგბისტებისთვის ეს მატჩი ნამდვილ გამოცდად იქცა
  • მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა თამაში გაათანაბრეს
  • თუმცა უელსელები შეტევებს არ წყვეტდნენ
  • მიუხედავად ამისა, ბორჯღალოსნებმა ორი მცდელობა წარმატებით განახორციელეს
  • თუმცა იგივე შედეგი დადეს მეტოქეებმაც
  • თამაშის მეორე ნახევარი ანგარიშით 14:14 დასრულდა
  • მატჩი საბოლოო ანგარიშით 43-14  დამთავრდა
  • ჯგუფში პირველი შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელშიც ქართველი რაგბისტები შედიან, უელსისა და ავსტრალიის გუნდებს 5-5 ქულა აქვთ
  • საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს კი ნული ქულა. ურუგვაის გუნდს ჯერ არ გაუმართავს შეხვედრა
  • ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და ქართველი რაგბისტები ბრძოლისთვის არიან მომართულები
  • მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 29 სექტემბერს გამართავენ ურუგვაის ნაკრებთან
© REUTERS / MATTHEW CHILDS
საქართველოსა და უელსის რაგბისტთა შეხვედრა იაპონიაში 23 სექტემბერს

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა უელსის გუნდთან ანგარიშით 43:14 დათმო. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები მატჩიდან.

თამაშის პირველი ნახევარი უელსელთა უპირატესობით წარიმართა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 29:0 გავიდნენ.

თუმცა მეორე ტაიმში ქართველებმა თამაში გაათანაბრეს და მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დაასრულეს.

თეგი:
საქართველო

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები