კომპანიამ Apple კუპერტინოში პრეზენტაციაზე წარმოადგინა iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, თუ როგორ გამოიყურება კომპანიის ახალი პროდუქცია.
ტრადიციისამებრ, კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში კუპერტინოში ახალი iPhone-ის და Aplle-ის სხვა სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა. კომპანიამ წარმოადგინა iPhone 11, ახალი iPad და Apple Watch.
მოდელების ფასი 999 დოლარიდან დაიწყება, პროდუქციის გაყიდვა 20 სექტემბრიდან დაიწყება.

კომპანიამ Apple პრეზენტაციაზე წარმოადგინა iPhone 11 iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max

Aplle-ის სხვა სიახლეების პრეზენტაცია სტივ ჯობსის თეატრში კუპერტინოში გაიმართა

3/12
© AFP 2024 / Josh Edelson
Apple-ის გენერალური დირექტორმა ტიმ კუკმა მოკლედ ისაუბრა ყველაფრის შესახებ, რაც პრეზენტაციაზე უჩვენეს

4/12
© Josh Edelson
ახალ iPhone 11-ს კიდევ ერთი 12 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხიანი კამერა დაემატა

მას ექნება Night Mode რეჟიმი, რომელიც ბნელ შენობებში ან ღამით გადაღებულ სურათებს ხარისხს გააუმჯობესებს

6/12
© AFP 2024 / Justin Sullivan/Getty Images
ასევე მოდელს ორმაგი ოპტიკური ზუმი ექნება

7/12
© AP Photo / Tony Avelar
ტელეფონის ერთ-ერთი კამერა ფართოკუთხიანი იქნება

Apple-ის გენერალური დირექტორი კომპანიის სიახლეების პრეზენტაციის დროს კალიფორნიაში

9/12
© AFP 2024 / Justin Sullivan/Getty Images
გარდა ამისა, iPhone 11-ს 6,1 დიუიმიანი Liquid Retina ეკრანი ექნება

მაყურებლები პრეზენტაციის დროს

11/12
© AFP 2024 / Justin Sullivan/Getty Images
iPhone 11 ერთი საათით მეტხანს იმუშავებს iPhone XR-თან შედარებით

ახალი Apple Watch აღჭურვილია "always on" დისფლეით, რომელსაც ჩაშენებული აქვს კომპასი და შეუძლია გადაუდებელი ზარი განახორციელოს iPhone-ის გარეშეც კი