17:46 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ფოტო

საქართველომ დანიასთან ფრე ითამაშა: როგორ ჩაიარა საფეხბურთო მატჩმა – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
90 0 0
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში დანიასთან 0:0 ითამაშა
  • სტუმრების პირველივე შეტევის შემდეგ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ბურთთან მივიდა კრისტიან ერიკსენი, თუმცა ლონდონის ტოტენჰემის ნახევარმცველის დარტყმა ძელს რამდენიმე სანტიმეტრით აცდა
  • დანიელებმა შევხედრის პირველი ნახევარი აქტიურად ჩაატარეს, მათ ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდათ
  • ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თამაშის დროს ძალიან ღელავდა
  • ამის მიზეზი მას ნამდვილად ჰქონდა. შედარებისათვის - ბურთის ფლობის პროცენტი იყო 69 /31
  • ქართველი ქომაგები საკუთარ გუნდს გულშემატკივრობდნენ
  • მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა ოთხჯერ გაგზავნეს ბურთი გიორგი ლორიას კარში, არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა სახიფათო
  • რაც შეეხება ქართულ ნაკრებს, ისინი კონცენტრირდნენ თავდაცვაზე და მეტოქის ნახევარზე ძალიან იშვიათად გადადიოდნენ
  • შესვენების შემდეგ მატჩი მსგავსი სცენარით გაგრძელდა - დანია შეტევაზე, საქართველო თავდაცვაში
  • დანიის ნაკრების მწვრთნელიც არანაკლებ ღელავდა
  • დანიის ნაკრებს ასევე მხარს უჭერდა გულშემატკივართა ჯგუფი, რომელიც თბილისში მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდნენ
  • თამაში მოულოდნელად ბოლო 15 წუთის განმავლობაში დაიძაბა, როდესაც ორივე გუნდმა შეტევა დაიწყო
  • რეალურად სახიფათო მომენტი თამაშის ბოლოს სულ ორი იყო. თამაში ფრე 0:0 დასრულდა, რაც ქართულ გუნდს აქტივებში შეუძლია ჩაიწეროს, ხოლო დანიის ნაკრებმა ორი ქულა დაკარგა და D ჯგუფში ირლანდიისათვის გადასწრების შანსი დათმო
  • ევრო-2020-ის ხუთი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივშიც 11 ბალია. ქართული გუნდი სწორეად მას დაუპირისპირდება 12 ოქტომბერს თბილისში
© Sputnik / STRINGER
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში დანიასთან 0:0 ითამაშა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი თბილისში დანიის გუნდთან 0:0 ითამაშა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.

ევრო-2020-ის შესარჩევი ტურნირის ხუთი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივშიც 11 ქულაა. მეორე ადგილზე დანიაა 9 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე შვეიცარიის გუნდი განთავსდა 8 ქულით, რომელმაც პარალელურ მატჩში გიბრალტარი დაამარცხა ანგარიშით 4:0. თუმცა, შვეიცარელ ფეხბურთელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. საქართველოს ნაკრების შემდეგი შეხვედრა ირლანდიასთან 12 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები