საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის გუნდთან თბილისში გამართულ ტესტ-მატჩში ანგარიშით 10–44 დამარცხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.
სტუმრებმა თამაშის პირველივე წუთებიდან მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ისტორიაში უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ქართველმა სპორტსმენებმა სამივე მატჩი დათმეს – 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 6:15, სამი წლის წინანდელ ტესტ-მატჩში კილმარნოკში (შოტლანდია) – 16:43.
პარასკევს, 6 სექტემბერს გუნდები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ამჯერად შოტლანდიაში. საქართველოს ნაკრებისთვის მომავალი ტესტ-მატჩი უკანასკნელი იქნება მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების ფარგლებში, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

საქართველოს სარაგბო ნაკრები შოტლანდიასთან შეხვედრაში ანგარიშით 10:44 დამარცხდა

მიუხედავად ბორჯღალოსნების თავდაუზოგავი ბრძოლისა, შოტლანდიელები მატჩის დაწყებიდანვე დაწინაურდნენ

პირველი ტაიმის შუაში შოტლანდიელები უკვე 20 ქულის სხვაობიდან იგებდნენ

სტუმრების მომზადების დონე შესამჩნევად მაღალი იყო, თუმცა ქართველი სპორტსმენები არ დანებდნენ

„დინამო არენას“ ტრიბუნები გადავსებული იყო ქართველი ქომაგებით

მატჩს ესწრებოდნენ შოტლანდიელი გულშემატკივრებიც

7/12
© photo: Sputnik / Stringer
შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ქართულმა გუნდმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით პირველი ქულები მოიპოვა

თუმცა შოტლანდიელებმა ასევე ზუსტად შეასრულეს საჯარიმო დარტყმა, შევენებაზე ანგარიში 3:23 იყო

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა მორაგბეებმა კვლავ მოიპოვეს ქულა, თუმცა ეს სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი არ იყო

მეორე ტაიმის მიწურულს შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ორი გარდასახვაც შეასრლეს, რითაც საბოლოო ანგარიში 10:44 გახდა

საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებები ისტორიაში უკვე მესამეჯერ უპირისპირდებიან. ქართველმა სპორტსმენებმა სამივე მატჩი მარცხით დაასრულეს - 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 6:15, სამი წლის წინანდე ტესტ-მატჩზე კილმარნოკში (შოტლანდია) 16:43

ქართველ მორაგბეებს რევანშის შანსი ეძლევათ, როდესაც მეტოქეებს 6 სექტემბერს ედინბურგში დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებისათვის მომავალი ტესტ-მატჩი მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების ფარგლებში უკანასკნელი იქნება, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბრიდნა 2 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება