05:11 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ფოტო

როგორ აღნიშნავენ მარიამობას საქართველოში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
8210
  • მორწმუნეები დილიდან მივიდნენ სიონში. აქ მარიამობას ყველაზე ლამაზად აღნიშნავენ
  • სიონი - თბილისის ისტორიული მთავარი ტაძარი და საქართველოს ორიდან ერთ-ერთი მთავარი ეკლესია
  • მორწმუნეებს სამებაში მარიამობა ილია მეორემ მიულოცა. ლოცვის დროს პატრიარქმა ქართველ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა
  • პატრიარქის თქმით, უფალმა საქართველოს მძიმე ხვედრი არგუნა, თუმცა ქართველ ერს საკმარისი ძალაც მისცა
  • მართლმადიდებლებისათვის წმინდა ღვთისმშობლის მიძინება თორმეტი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაულებიდან ერთ-ერთია
  • მარიამობას მორწმუნეები ღვთისმშობლის გარდაცვალებას მოიხსენიებენ
  • მარიამი - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელი. დღეისათვის ქვეყანაში 117 ათასზე მეტ ქალს ქვია მარიამი. სახელი ებრაულია და ნიშნავს უშიშარს, უდრეკს. არაბულიდან სახელის თარგმანია „ღვთისმსახური“
  • მარიამობა მიწიერი სიცოცხლიდან უკვდავთა სამყაროში გადასვლის სიმბოლოა
  • ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი მთელი მსოფლიოსთვის დედაა, თუმცა განსაკუთრებით ქართველების - ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაში დარწმუნებულია. ამიტომ ყოველ წელს 28 აგვისტოს მორწმუნეები ღვთის მშობელს თხოვენ, რომ საქართველოს მფარველობა არ მოაკლოს
  • ქვეყანაში დღესასწაული დასვენების დღედაა გამოცხადებული
  • მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ მარიამობის დღესასწაულზე არ შეიძლება ჩხუბი და გინება
  • სიონთან ბევრი მორწმუნე შეიკრიბა - ისინილოცულობენ და სანთლებს ანთებენ
  • ეს პატარა ქართველი განსაკუთრებით მოემზადა დღესასწაულისათვის
  • ტაძრებში ბევრი ბავშვია - ღვთისმსახურებაზე საქართველოში ოჯახებთან ერთად დადიან
  • სიონში ადგილი ყველას არ ეყო, ამიტომ მრევლის ნაწილი ეზოში ლოცულობდა. ასეთივე სიტუაციაა ქვეყნის დანარჩენ ეკლესიებშიც
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მორწმუნეები დილიდან მივიდნენ სიონში. აქ მარიამობას ყველაზე ლამაზად აღნიშნავენ

მართლმადიდებლები 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ხვდებიან ამ დღეს.

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მოიხსენიებენ. ამ დღეს ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.

ამ დღეს ეკლესია მოიხსენიებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას – მოვლენას, რომელიც ერთდროულად სევდითა და სიხარულით არის სავსე. ამ დღეს ღვთისმშობელმა ცხოვრების გზა დაასრულა, თუმცა საკუთარი ვაჟის გვერდით დაიკავა ადგილი. საეკლესიო გადმოცემით, ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მქადაგებელი მოციქულები სასწაულებრივად შეიკრიბნენ იერუსალიმში ღვთისმშობელი მარიამის ზეცად ამაღლებისათვის.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები