ამ ზაფხულს ესპანეთში ათასობით ჰექტარი ტყე გაანადგურა ხანძრებმა. იხილეთ კანარის კუნძულებზე მომხდარი უბედურების ამსახველი ფოტოლენტა
ესპანელი მეხანძრეები დამაშველები ისევ ებრძვიან ტყის ხანძარს, რომელიც ზაფხულის დასაწყისში გაჩნდა და რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდართაგან ყველაზე ძლიერად აფასებენ.

ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძარი, რომელსაც ყველაზე ძლიერად აფასებენ ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდართაგან, ზაფხულის დასაწყისში გაჩნდა

ახლა ცეცხლს კანარის კუნძულებზე ებრძვიან, საიდანაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია ევაკუირებული

ცეცხლმა უკვე გაანადგურა 55 ათასი ჰექტარი ტყე მთელ ესპანეთში. საკუთრივ კანარის კუნძულებზე ათასი ჰექტარი ტყე იწვის

ცეცხლის ჩაქრობას ზაფხულის ხვატი უშლის ხელს. საჰარის უდაბნოდან წამოსულმა ჰაერის ცხელმა ნაკადმა პრაქტიკულად მთელი ევროპა დაფარა

ტყის ხანძრებს კანარის კუნძულებზე ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით ებრძვიან

6/10
© photo: AFP 2020 / DESIREE MARTIN
ცეცხლს, მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის

7/10
© photo: AFP 2020 / DESIREE MARTIN
35 გრადუსიან სიცხეში, რომელსაც თან ძლიერი ქარიც ერთვის, ცეცხლი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება

8/10
© photo: AFP 2020 / DESIREE MARTIN
ზონებში, საიდანაც ხალხი გაჰყავთ, მოძრაობა რამდენიმე ავტოსტრადაზე გადაკეტილია

9/10
© photo: AFP 2020 / DESIREE MARTIN
ცეცხლმა ყველაზე მეტად ტარაგონისა და კატალონიის პროვინციები დააზარალა. მაგრამ კანარის კუნძულებისთვის ათასი ჰექტარი - ეს მართლაც უზარმაზარი დარტყმა ბუნებაზე

10/10
© photo: AFP 2020 / DESIREE MARTIN
სპეციალისტების შეფასებით, წლევანდელმა ხანძრებმა ესპანეთში ოთხჯერ მეტი ფართობი გაანადგურა, ვიდრე შარშან