პუერტო-რიკოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში კუნძულის მოსახლეობის დემონსტრაცია გუბერნატორ რიკარდო როსელოს წინააღმდეგ.
მასობრივი დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც Telegram-ის მესენჯერში გუბერნატორის პირადი მიმოწერა გავრცელდა, სადაც ის შეურაცხმყოფელად საუბრობს ქალებზე, ჟურნალისტებზე და არატრადიციული ორიენტაციის გამო აკრიტიკებს მომღერალ რიკი მარტინს.
ამ ყველაფერმა პუერტო-რიკოში არეულობები გამოიწვია. წინა ორშაბათს, საღამოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა პროტესტით და პოლიტიკოსის გადაყენება მოითხოვა.

პუერტო-რიკოში ექვსი დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

პუერტო-რიკოს მოსახლეობა გუბერნატორი რიკარდო როსელოს გადადგომას მოითხოვს

მასობრივი დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც Telegram მესენჯერში გუბერნატორის პირადი მიმოწერა გავრცელდა, სადაც ის შეურაცმყოფელად საუბრობს ქალებზე, ჟურნალისტებზე და არატრადიციული ორიენტაციის გამო აკრიტიკებს მომღერალ რიკი მარტინს

მანიფესტაციის ეპიცენტრი დედაქალაქში გუბერნატორის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია იყო

მომიტინგეთა მოსაგერიებლად სან-ხუანის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პოლიციამ საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

მომიტინგეების შეტევების შედეგად 21 პოლიციელი დაშავდა

თავის მხრივ, გუბერნატორმა რიკარდო როსელომ განაცხადა, რომ არ დატოვებს თანამდებობას, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა

გუბერნატორის თქმით, მის მიმოწერაში უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია

პუერტო-რიკოს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში განაცხადეს, რომ არ გეგმავენ როსელოს გადაყენების პროცესის ინიცირებას