15:33 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
ფოტო

გამარჯვებად ქცეული წაგება: ფოტოები „საბურთალოს“ და „შერიფის“ მატჩიდან

მოკლე ბმულის მიღება
16820
  • უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მოკლდოვის „შერიფთან“ 1:3 ანგარიშით დამარცხდა
  • შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოლდოვის კლუბი აქტიურად უტევდა ქართული გუნდის კარს
  • მე-11 წუთზე „შერიფის“ სასარგებლოდ ანგარიში 3:0 იყო
  • ანგარიში მესამე წუთზე ალბანელმე ლეგიონერმა ლირიდონ ლატიფიმ გახსნა. ხუთი წუთის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა „საბურთალოს“ კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა. მესამე გოლი კი მე-11 წუთე კამერუნელმა თავდამსხმელმა რობერტ ტამბემ გაიტანა
  • ასეთი დასაწყისის შემდეგ შოკირებულმა მასპინძლებმა მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის კართან ვერცერთი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლეს
  • უნდა აღინიშნოს, რომ მატჩში ჯამში დაფიქსირდა 36 დარღვევა, 8 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი
  • თამაში ძალიან უხეში იყო. მხოლოდ პირველ ნახევარში მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა, წესების დარღვევა კი 23-ჯერ დააფიქსირა
  • გაშვებული გოლის შემდეგ „შერიფის“ ფეხბურთელებს რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ გოლის გასატანად, თუმცა „საბურთალოს“ გოლკიპერმა ომარ მიგინეიშვილმა არაერთხელ იხსნა გუნდი სახიფათო დარტყმებისაგან
  • 73-ე წუთზე სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ მას შემდეგ, რაც მეორე გაფრთხილების გამო მოედანი დატოვა მატეი პალჩიჩმა
  • მიუხედავად დამარცხებისა, ორი შეხვედრის შეჯამებით ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 4:3 და ტურნირის შემდეგ რაუნდში გადავიდნენ
  • სიახლემ იმის შესახებ, რომ ქართული გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობას განაგრძობს, გულშემატკივრები გაახარა
© Sputnik / Alex Shlamov
უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მოკლდოვის „შერიფთან“ 1:3 ანგარიშით დამარცხდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მოლდოვის „შერიფთან“ დამარცხდა ანგარიშით 1:3. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მატჩის სურათები.

ტირასპოლში „საბურთალოს“ 3:0 გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა თბილისში საპასუხო მატჩი სუფთა ფორმალობად მიიჩნიეს. თუმცა, უკვე მე-11 წუთზე სტადიონის ტაბლოზე ანგარიში 3:0 იყო „შერიფის“ სასარგებლოდ. თუმცა ქართულმა კლუბმა „შერიფის“ კარში ერთი გოლი მაინც გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „საბურთალო“ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 23 ივლისს თბილისში შედგება. საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ ზაგრებში გაიმართება.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები