ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ სტიქიის შედეგები Sputnik-ის ფოტომასალაში.
ძლიერმა წვიმებმა და სეტყვამ ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში გზების გადაკეტვა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. წყლის დონემ რამდენიმე საათში 4 მეტრს მიაღწია. ძლიერ დაიტბორა ქალაქი ტაფალია, რომელიც გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

ესპანეთის ჩრდილოეთში თავსხმა წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა

განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა ქალაქ ტაფალიაში

წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა ორი მდინარე

მოვარდნილ წყალს თან მიჰქონდა ავტომობილები თუ ნაგვის კონტეინერები

მოსახლეობა ქუჩების დასასუფთავებლად და ტალახით სავსე სახლების დასასუფთავებლად გავიდა ქუჩებში

ხელისუფლების განცხადებით, ტაფალია, სადაც 10 ათასი კაცი ცხოვრობს, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

წყალდიდობამ შეაფერხა მთავარი სარკინიგზო ხაზის მუშაობა

ზოგ რეგიონში განგაშის დონე ნარინჯისფერამდეა გაზრდილი

წყალდიდობის გამო გადაკეტილია ქუჩები

სტიქიის გამო შეჩერდა ფესტივალ სან-ფერმინის ფარგლებში მიმდინარე ხარების ბრძოლა