21:35 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
ფოტო

ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა ტრადიციული ხდება - საპროტესტო აქციის ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
117 0 0
  • პროტესტი თბილისში უკვე მე-17 დღე გრძელდება
  • მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ
  • ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მეორედ გაიმართა
  • აქციის ორგანიზატორები რეგულარული მსვლელობების გამართვას აანონსებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება
  • მომიტინგეები გახარიას აკისრებენ პასუხისმგებლობას პოლიციის ქმედებებზე, 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლისას
  • პროტესტი თბილისში უკვე მე-17 დღე გრძელდება
  • ყოველდღე საღამოობით ადამიანები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, იქვე დგას კარვები, სადაც რამდენიმე მოშიმშილე იმყოფება
  • თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა დღითიდღე იკლებს. საშუალოდ, საღამოს აქციის მონაწილეთა რიცხვი 200-300 ადამიანს შეადგენს. როგორც წესი, ასეთ დროს რუსთაველის გამზირი არ იკეტება
© Sputnik / Shota Nozadze
პროტესტი თბილისში უკვე მე-17 დღე გრძელდება

მომიტინგეებმა თბილისში უკვე რიგით მეორე ხმაურიანი მსვლელობა მოაწყვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოლენტაში, როგორ მიმდინარეობდა აქცია

მომიტინგეებმა თბილისში შაბათს საღამოს ხმაურიანი მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ.

მომიტინგეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი. პოლიციამ მომიტინგეთა ორსაათიანი მოგერიების შემდეგ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაიჭრა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

თეგი:
თბილისი

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები