13:19 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
ფოტო

ახალდაქორწინებულები და ბავშვები: როგორ მიდის აქცია საქართველოს პარლამენტთან

მოკლე ბმულის მიღება
16631
  • საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები ოჯახებთან ერთად მიდიან
  • ზოგიერთი მათგანი აქვე ქმნის ოჯახს - ახალდაქორწინებულებს უხარიათ და ცოტათი მორცხვობენ
  • აქციაზე მივიდა მომღერალი ნინო ქათამაძე. მან ბოდიში მოიხადა, რომ რუსეთში კონცერტი გამართა დ აპირობა დადო, რომ იქ აღარასოდეს იმღერებს
  • ახლა აქციაზე ხშირად მიდიან პოლიტიკოსებიც. ფოტოზე - თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა
  • მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა იგივეა - მათ შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა სურთ
  • აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მინისტრი არ გადადგება
  • აქციის მონაწილეები უჩვენებენ საკუთარ მშვიდობიან განწყობას და ისინი ამ გზით ეცდებიან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას
  • იმის დასტურად, რომ აქციები მშვიდობიანია, ზოგიერთ მანიფესტანტს შვილები მიყავს
  • კვირას მომიტინგეთა ცოტა რაოდენობის მიუხედავად, აქცია მაინც გაგრძელდა, თუმცა მოძრაობა რუსთაველის გამზირზე არ გადაკეტილა
  • აქცია ორშაბათს განახლდება. პარლამენტთან უკვე დგას კარვები, სადაც ოთხი ახალგაზრდა შიმშილობს
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები ოჯახებთან ერთად მიდიან

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მიდიან ოჯახებთან ერთად, ზოგიც ადგილზე ქმნის ოჯახს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს აქცია.

საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოჰყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი.

საპროტესტო აქციები გრძელდება. ერთადერთი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელსაც მომიტინგეები აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. 

გახარიას თქმით, იმ ღამით იყო სახელმწიფო ინსტიტუტისა და ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების მცდელობა, რაც პოლიციამ თავიდან აირიდა. მინისტრმა განაცხადა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები