10:26 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ფოტო

ასეთი რამ მიტინგზე ჯერ არ გინახავთ! 15 მოულოდნელი ფოტო საპროტესტო აქციებიდან

მოკლე ბმულის მიღება
49040
  • Четвертый день акции протеста у парламента Грузии
  • მომიტინგეები იმდენად დარწმუნებულები არიან აქციის მშვიდობიან ხასიათში, რომ პარლამენტის წინ ბავშვებით მივიდნენ
  • ზოგიერთს შინაური ცხოველიც კი ყავდა თან
  • ნადმვილად საყვარელი სანახავია, თუმცა უცნაურია ბავშვების მოვლენათა ეპიცენტრში გამოჩენა
  • ერთ-ერთი მომიტინგე აქციაზე მივიდა პლაკატით, რომელზეც საკუთარ დას მიმართავდა
  • „დიდი ბიძინა გაკვირდება“ - პლაკატის ავტორის შთაგონების წყარო აშკარად ჯორჯ ორუელია
  • „ხალხია ხელისუფალი“ - ასე გამოხატავდა ხალხი პოზიციას
  • ერთ-ერთი ანტირუსული პლაკატი არასტანდარტული მოწოდებით
  • „შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი... ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში“
  • ამ ბანერის ბოლომდე გაშიფვრა რთული აღმოჩნდა - ავტორმა მის განმარტებაზე უარი თქვა
  • აქციაზე გამოჩნდა კიდევ ერთი ადამიანი უჩვეულო შინაარსის ტრანსფარანტით. პირდაპირი თარგმანი: „არ შემიძლია დავიჯერო, რომ მე ჯერ კიდევ ამ სისულელეს ვაპროტესტებ. ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე ხელისუფლების“
  • „მე ვარ შემდეგი?“ - ბანერის საშუალებით შს მინისტრის მიმართ შეკითხვას სვამს აქციის ერთ-ერთი მონაწილე
  • „იჭექე, საქართველო!“ - გოგონამ ლოყაზე დაიწერა მიმართვა
  • პლაკატების იდეები მიტინგზევე იბადება
  • ეს უჩვეულო კანფეტების ტორტი აქციაზე მიიტანა მოზარდმა და მომიტინგეებს გაუმასპინძლდა. ლოლიპოპები მოზარდმა თავად დაამზადა
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
Самая необычная участница митинга - так и осталось за кадром, просто проходила мимо и решила сфотографироваться на память, или действительно, поддерживает акцию


Читать далее: https://sputnik-georgia.ru/photo/20190624/245699180/Takogo-na-mitingakh-vy-ne-videli-15-neozhidannykh-foto-s-protestov-v-Tbilisi.html

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს გამოსვლების გაგრძელებას გეგმავენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია კვირას

ორშაბათს მომიტინგეები კვლავ იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე. მანამდე აქციის ორგანიზატორები ავტომობილისტებისა და ავტოკოლონის მსვლელობას გეგმავენ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. ეს აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით და გაათავისუფლონ ყველა დაკავებული.

მიტინგი დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ასამბლეას გაუძღვა. 20 ივნისის ღამით ანტირუსული აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ, რაზეც საპასუხოდ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, დაკავებულია 305 ადამიანი.

მომდევნო დღეს აქციის ხასიათი მკვეთრად შეიცვალა - გახდა უფრო მშვიდობიანი, თუმცა მომიტინგეებმა მოთხოვნებს მიამატეს გიორგი გახარიას გადადგომა - ადამიანის, რომელიც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები