13:20 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
ფოტო

გაიღიმეთ: შემთხვევითი გამვლელების სელფები ცნობილ პოლიტიკოსებთან

მოკლე ბმულის მიღება
109 0 0
© AP Photo / Matt Rourke
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერთან ერთად სელფის იღებს

სელფი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ასეთი ფოტოების გადაღებას ყველას უყვარს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში პოლიტიკოსების ყველაზე საინტერესო სელფები.

არსებობს მოსაზრება, რომ სელფის სტილში ავტოპორტრეტის გადაღება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი, თუმცა ეს სიმართლე არ არის. პირველი ავტოპორტრეტები XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, 90-იან წლებში კი იაპონიაში შექმნეს სელფის ჯოხი, რომელიც, სხვათა შორის, მალევე აღმოჩნდა წიგნში „ყველაზე გამოუსადეგარი ნივთები“. დღეისათვის ავტოპორტრეტები ძალიან პოპულარულია, სმარტფონების დახვეწასთან ერთად კი სელფი ახალ მწვერვალებს იპყრობს.

ტერმინი „სელფი“ 2010-იან წლებში გახდა ცნობილი მობილურ ტელეფონებში ფოტოაპარატის ფუნქციების განვითარების შედეგად. 2012 წლის დეკემბერში ჟურნალმა Time აღნიშნა, რომ სიტყვა selfie მოდური სიტყვების ტოპ-10-ში მოხვდა.

დღეისათვის სელფი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, მათ შორის ცნობილებშიც. სელფის გადაღებაზე უარს არ ამბობს არც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არც ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი. ხანდახან თავად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორეც მზადაა სმარტფონის კამერის წინ იპოზიოროს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები