ტოკიოსთან ახლოს, ქალაქ ჰანიუში საოფისე სავარძლებით შეჯიბრება გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები უჩვეულო შეჯიბრებიდან სახელწოდებით „ისუ გრან-პრი“.
შეჯიბრება სახალისოდ გამოიყურებოდა, თუმცა ასეთი გართობა ამტანობასა და უნარებს მოითხოვს. რამდენიმე ათეული ადამიანი საოფისე სავარძლებით ერთმანეთის გასწრებას ცდილობდა 200 მეტრის სიგრძის წრიულ ტრასაზე. ტურნირი უკვე მეათედ გაიმართა, გამარჯვებული გუნდი ტოკიოდანაა.

უჩვეულო შეჯიბრი საოფისე სავარძლებით ქალაქ ჰანიუში გაიმართა

რბოლისათვის სპეციალური 200 მეტრის სიგრძის წრიული ტრასა მოეწყო

რბოლის თილისმა

შეჯიბრებაში 50-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა

ყველა გუნდი სამი ადამიანისგან შედგებოდა

უსაფრთხოების აღწურვილობის მქონე მონაწილეები ფეხით ცდილობდნენ აჩქარებას

რბოლა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა

გაიმარჯვა გუნდმა, რომელმაც ყველაზე მეტი წრე დაარტყა ტრასას

ტურნირი უკვე მეათეჯერ გაიმართა. როგორც 2018 წელს, გაიმარჯვა გუნდმა ტოკიოდან

ყოველ მოთამაშეს, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, საჩუქრად 30 კილო ბრინჯი გადაეცა