საქართველოს ნაკრების მარცხი – როგორ გაიმარჯვეს დანიელებმა გამანადგურებელი ანგარიშით

გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კოპენჰაგენში დანიის გუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:5 წააგო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კოპენჰაგენში დანიის გუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:5 წააგო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.

მასპინძლებმა კასპერ დოლბერგის ზუსტი დარტყმის შედეგად ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს. თუმცა პირველი ტაიმის შუაში ქართულმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა, რომელიც დანიის ჩემპიონატში თამაშობს.

30-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა კრისტიან ერიქსენმა 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და შესვენებაზე გუნდები 2:1 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში დანიელი ფეხბურთელები კვლავ უპირატესობით სარგებლობდნენ. დოლბერგმა დუბლი შეასრულა, მეოთხე გოლი გაიტანა იუსუფ პოულსენმა, ბოლო გოლის ავტორი კი დამატებით წუთებზე მარტინ ბრეიტვეიტი გახდა.

ეს მარცხი საქართველოს ნაკრებისთვის ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში რიგით მესამე იყო. D ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ვლადიმერ ვაისის ფეხბურთელებმა სამი ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილს იკავებენ. ჯგუფის ლიდერი კვლავ ირლანდიაა 10 ქულით, დანიამ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 5 ქულით.

ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლი სექტემბერში გაგრძელდება და შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში გამართავს დანიის წინააღმდეგ.

© photo: Sputnikშეხვედრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები საბრძოლო განწყობაზე იყო, შეხვედრის ასეთი ანგარიშით დასრულებას არავინ ელოდა
შეხვედრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები საბრძოლო განწყობაზე იყო, შეხვედრის ასეთი ანგარიშით დასრულებას არავინ ელოდა - Sputnik საქართველო
1/12
შეხვედრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები საბრძოლო განწყობაზე იყო, შეხვედრის ასეთი ანგარიშით დასრულებას არავინ ელოდა
© Sputnik / STRINGERთუმცა მასპინძლებმა ანგარიში 13-ე წუთზე გახსნეს
თუმცა მასპინძლებმა ანგარიში 13-ე წუთზე გახსნეს - Sputnik საქართველო
2/12
თუმცა მასპინძლებმა ანგარიში 13-ე წუთზე გახსნეს
© Sputnik / STRINGERპირველი ტაიმის შუაში ქართველმა ფეხბურთელებმა დანიის გუნდს შეუტიეს და ანგარიში გაათანაბრეს
პირველი ტაიმის შუაში ქართველმა ფეხბურთელებმა დანიის გუნდს შეუტიეს და ანგარიში გაათანაბრეს - Sputnik საქართველო
3/12
პირველი ტაიმის შუაში ქართველმა ფეხბურთელებმა დანიის გუნდს შეუტიეს და ანგარიში გაათანაბრეს
© Sputnik / STRINGERმთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ხშირად ახორციელებდა მოედანზე ცვლილებებს
მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ხშირად ახორციელებდა მოედანზე ცვლილებებს - Sputnik საქართველო
4/12
მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ხშირად ახორციელებდა მოედანზე ცვლილებებს
© Sputnik / STRINGERთუმცა მწვრთნელის სხვადასხვა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო
თუმცა მწვრთნელის სხვადასხვა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო - Sputnik საქართველო
5/12
თუმცა მწვრთნელის სხვადასხვა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო
© Sputnik / STRINGERშესვენებაზე ანგარიში 2:1 იყო
შესვენებაზე ანგარიში 2:1 იყო - Sputnik საქართველო
6/12
შესვენებაზე ანგარიში 2:1 იყო
© Sputnik / STRINGER30-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა
30-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა - Sputnik საქართველო
7/12
30-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა
© Sputnik / STRINGERშეხვედრის მეორე ნახევარში ოგე ჰარეიდეს აღსაზრდელებმა ქართულ გუნდს კიდევ სამი გოლი გაუტანეს
შეხვედრის მეორე ნახევარში ოგე ჰარეიდეს აღსაზრდელებმა ქართულ გუნდს კიდევ სამი გოლი გაუტანეს - Sputnik საქართველო
8/12
შეხვედრის მეორე ნახევარში ოგე ჰარეიდეს აღსაზრდელებმა ქართულ გუნდს კიდევ სამი გოლი გაუტანეს
© Sputnik / STRINGERქართველმა ფეხბურთელებმა დანიელებს საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს
ქართველმა ფეხბურთელებმა დანიელებს საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - Sputnik საქართველო
9/12
ქართველმა ფეხბურთელებმა დანიელებს საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს
© Sputnik / STRINGERდოლბერგმა დუბლი გაიფორმა, ხოლო იუსუფ პოულსენმა და მარტინ ბრეიტვეიტმა თითო გოლი გაიტანეს საქართველოს ნაკრების კარში
დოლბერგმა დუბლი გაიფორმა, ხოლო იუსუფ პოულსენმა და მარტინ ბრეიტვეიტმა თითო გოლი გაიტანეს საქართველოს ნაკრების კარში - Sputnik საქართველო
10/12
დოლბერგმა დუბლი გაიფორმა, ხოლო იუსუფ პოულსენმა და მარტინ ბრეიტვეიტმა თითო გოლი გაიტანეს საქართველოს ნაკრების კარში
© Sputnik / STRINGERეს მარცხი საქართველოს ნაკრებისთვის ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში რიგით მესამე იყო. საქართველოს ნაკრები დანიას 8 სექტემბერს თბილისში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
ეს მარცხი საქართველოს ნაკრებისთვის ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში რიგით მესამე იყო. საქართველოს ნაკრები დანიას 8 სექტემბერს თბილისში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება - Sputnik საქართველო
11/12
ეს მარცხი საქართველოს ნაკრებისთვის ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში რიგით მესამე იყო. საქართველოს ნაკრები დანიას 8 სექტემბერს თბილისში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
© Sputnik / STRINGERჯგუფ D-ში ოთხი ტურის შემდეგ ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელებმა სამი ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილს იკავებენ. ჯგუფის ლიდერი კვლავ ირლანდიაა 10 ქულით, დანიამ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 5 ქულით
ჯგუფ D-ში ოთხი ტურის შემდეგ ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელებმა სამი ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილს იკავებენ. ჯგუფის ლიდერი კვლავ ირლანდიაა 10 ქულით, დანიამ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 5 ქულით - Sputnik საქართველო
12/12
ჯგუფ D-ში ოთხი ტურის შემდეგ ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელებმა სამი ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილს იკავებენ. ჯგუფის ლიდერი კვლავ ირლანდიაა 10 ქულით, დანიამ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 5 ქულით
ყველა ახალი ამბავი
0