ოკეანე ძალიან საინტერესო და მომხიბვლელია, თუმცა ადამიანებმა მის შესახებ იმაზე ნაკლები ვიცით, ვიდრე გვსურს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა საიდუმლოებებს ინახავს მსოფლიო ოკეანე სიღრმეებში
მსოფლიო ოკეანე ადამიანში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ახალი და ამოუცნობი საიდუმლოებებით.
ჩვენს პლანეტაზე მსოფლიო ოკეანეს ზედაპირის დაახლოებით 70% უჭირავს, ამ მომენტისათვის კი მისი 5% არის შესწავლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის წყლის მანტიის შიგნით უამრავი საიდუმლოება იმალება, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა ამოხსნას კაცობრიობამ.
8 ივნისი ოკეანეების მსოფლიო დღეა. ეკოლოგიური დღესასწაული 2009 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააწესეს, რათა საზოგადოების ყურადღება მსოფლიო ოკეანის პრობლემებისაკენ მიაპყრონ.

მსოფლიო ოკეანე დედამიწაზე სიცოცხლის აკვნად მიიჩნევა

ის იმდენად ცუდადაა შესწავლილი, რომ 3500 მეტრზე ღრმად ჩაყვინთვის შემთხვევაში, დიდია შანსი, სიცოცხლის აქამდე უცნობ ფორმასაც წავაწყდეთ

მსოფლიო ოკეანის მოცულობა 361 მლნ, კვ. კმ. არის, რაც პლანეტის ზედაპირის 71%-ს შეადგენს

4/15
ჩაძირული ლატვიური საზღვაო ნაღმების გამანადგურებელი „ვირსაიტისი“ ჰიდროლოკატორის ეკრანზე

დაივერები 1941 წელს სატრანსპორტო ხომალდი „ტისტლეგორმის“ ჩაძირვის ადგილზე, რომელსაც სუეცის არხით სამხედრო ტვირთი გადაქონდა ეგვიპტეში

სატრანსპორტო ხომალდი „ტისტლეგორმის“ ტვირთი, რომელიც 1941 წელს ჩაიძირა - ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური წყალქვეშა არტეფაქტები სუეცის არხში

ოკეანის ყველაზე ღრმა წერიტლად მიიჩნევა ჩელენჯერის უფსკრული მარიანის ღრმულში, რომელიც წყნარი ოკანის წყლებში მდებარეობს

სკივრი ციანდაოხუს ტბის ფსკერზე, სადაც აღმოაჩინეს უძველესი ქალაქი ჩჟეცზიანი, ჩინეთი

ოკეანის ფსკრი ჩვენი პლანეტის ნაკლებად შესწავლილი ნაწილია, რომელიც მეცნიერებს შორის დიდ ინტერესს იწვევს

დაივერი ჩაძირულ გემთან ჩაყვინთვის დროს, პერლ-ენდ-ჰერმესი, ჰავაი

11/15
© AP Photo / NOAA Office of National Marine Sanctuaries, Coda Octopus
რადარის საშუალებით მიღებული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდის USS Independence გამოსახულება , რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში ათობით წლის წინ ჩაიძირა

ხანდახან მვკლევარები ხუმრობენ, რომ მსოფლიო ოკეანის სიღრმეები უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე მთვარის მეორე მხარე

წითელ ზღვაში ჩაძირული ხომალდი Giannis D.

14/15
© AFP 2024
ფრანგი დაივერები, რომლებმაც წყლიდან სფინქსი ამოიტანეს

ოკეანის დღე 2009 წელს დაწესდა. მას შემდეგ, მსოფლიო ოკეანის დღე 8 ივნისს აღინიშნება