05:22 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ფოტო

საქართველოს ნაკრების გამარჯვება გიბრალტარის გუნდზე: მატჩის საუკეთესო სურათები

მოკლე ბმულის მიღება
93 0 0
  • ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს დაამარცხებდა
  • მიუხედავად ამისა, პირველ გოლამდე მაყურებელმა 30 წუთი იცადა
  • დებიუტანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კაკაბაძემ ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაათამაშეს
  • შემდეგ ბურთი მიიღო ვაკო გვილიამ და ძლიერად დაარტყა კარის ზედა კუთხეში
  • გიბრალტარის მეკარე კაილ გოლდვინმა საკუთარი გუნდის დაცვა ვერ შეძლო
  • მასპინძლები მთელი მატჩის გამავლობაში ბურთისა და მოედნის ფლობის უპირატესობით სარგებლობდნენ
  • თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გიბრალტარის გუნდა ანგარიშის გასწორების შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღო. მათ ზუსტად შეასრულეს საჯარიმო დარტყმა, მაგრამ მდგომარეობა ქართული გუნდის მეკარემ გამოასწორა
  • შესვენების შემდეგ მასპინძლებმა გიბრალტარის კარზე შეტევები გააძლიერეს
  • საქართველოს და გიბრალტარს შორის შეხვედრამ ქართველ ქომაგებში ზღვა ემოციები გამოიწვია. ისინი აქტიურად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს
  • მეორე გოლი გიბრალტარის კარში 59-ე წუთზე გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპუნაშვილმა
  • ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელებისათვის გიბრალტარზე გამარჯვება ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში პირველია
  • კიდევ ერთი გოლი მეტოქის კარში ვატო არველაძემ გაიტანა. თავდამსხმელმა სუფთად შეასრულა 11 მეტრიანი დარტყმა, რომლის მიღებაც მისივე დამსახურებაა
  • თამაში დასრულდა ანგარიშით 3:0. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა
  • ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი გამარჯვებით საქართველომ D ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა
  • შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს
© Sputnik / STRINGER
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს დაამარცხებდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:0. იხილეთ Sputnik-საქართველოს საუკეთესო სურათები მატჩიდან, რომელიც თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა

ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საქართველოს გუნდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაკრებს დაამარცხებდა, თუმცა პირველ გოლამდე გულშემატკივარს 30 წუთი მოუწია ლოდინი.

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ხვიჩა კვარაცხელიან და ოთარ კაკაბაძემ ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაათამაშეს, რის შემდეგაც ის ვაკო გვილიამ მიიღო და ძლიერად დაარტყა მაღალ კუთხეში. კაილ გოლდვინი უძლური აღმოჩნდა მეტოქის წინაშე. შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს მოწინააღმდეგის კარში.

ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელებისათვის გიბრალტარის გუნდზე გამარჯვება ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში პირველია.

შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები