საქართველოში სახელმწიფო დღესასწაული – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101 წლის იუბილე და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში დღესასწაულის სურათები.
კვირას, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101 წლის იუბილე აღინიშნა.
დილიდან დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა. განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამა იყო თბილისში. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

1/15
© photo: Sputnik
26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

დღის მთავარი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე გაიმართა

თბილისელებისათვის და ქალაქის სტუმრებისათვის დილიდანვე მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი

რუსთაველის გამზირზე ცოცხალი სურათების ნახვა იყო შესაძლებელი

თბილისელებმა ხომალდების მაკეტები იხილეს და მათ ფონზე სურათებიც გადაიღეს

სიძველეების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ისტორიულ-შემეცნებით გამოფენებს დასწრებოდნენ

მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ შეეძინათ ქართული წარმოების სუვენირები

მედოლეების მსვლელობამ დადებითი ემოციების ზღვა გამოიწვია

მსახიობები დღესასწაულის დამსწრეებს მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ

მხიარული მუსიკის ფონზე გაიმართა ილუზიონისტების შოუ

სპორტული პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მსურველებს შეეძლოთ ეთამაშათ მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი, ასევე ფარიკაობა

ზეიმი მიეძღვნა 1918 წელს საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების დღეს

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. 9 აპრილს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საერთაშორისო რეფერენდუმის საფუძველზე შექმნილი შესაბამისი აქტი მიიღო

თბილისის გარდა, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა მესტიაში, თელავში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ამროლაურში, ახალქალაქში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმში და ასევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყაზბეგში

15/15
სადღესასწაულო ღონისძიებები ქართული ესტრადის ვარსკვლავების გრანდიოზული კონცერტებითა და ფოიერვერკებით დასრულდა