05:28 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ფოტო

დიდებული და ულამაზესი: კავკასიონის შთამბეჭდავი ხედები

მოკლე ბმულის მიღება
132 0 0
  • მთაზე უკეთესი მხოლოდ მთა შეიძლება იყოს
  • კავკასიონის დიდებული ხედების დანახვისას ეს გამოთქმა კიდევ უფრო მყარდება
  • კავკასიის ნარკძალი — ევროპის უდიდესი სამთო-სატყეო ნაკრძალი სოჭსა და მაიკოპს შორის (კრასნოდარის მხარე)
  • ის დაარსდა 1924 წელს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით
  • ნაკრძალი მოიცავს 280 335 ჰექტარ ფართობს
  • კავკასიის ნაკრძალში 300-მდე ენდემური სახეობაა
  • ფართოდაა გავრცელებული წიფლნარი და მუხნარი, რომელშიც შერეულია რცხილა, პანტა, მაჟალო, ტყემალი, ლეკა, ცაცხვი და სხვა
  • ნააკრძალში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, კავკასიური ირემი, ტყისა და თეთრყელა კვერნა, წავი, წაულა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვა. წინათ აქ ჯიქიც ყოფილა
  • ნაკრძალში დაახლოებით 90 სახეობის ძუძუმწოვარი და 240-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს
  • მთის ნადშაფტი განსაკუთრებით განუმეორებელს ხდის მრავალრიცხვოვანი ტბები
  • აქ ზამთარი ხუთ თვეზე მეტხანს გრძელდება
  • ასეთი შთამბეჭდავი ხედებით ყველა მოხიბლული რჩება
© photo: Sputnik / Igor Onuchin
მთაზე უკეთესი მხოლოდ მთა შეიძლება იყოს

მთაზე უკეთესი მხოლოდ სხვა მთა შეიძლება იყოს. კავკასიონის დიდებული ხედების დანახვისას ეს გამოთქმა კიდევ უფრო მყარდება.

კავკასიის ნარკძალი — ევროპის უდიდესი სამთო-სატყეო ნაკრძალი სოჭსა და მაიკოპს შორის (კრასნოდარის მხარე). დაარსდა 1924 წელს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით. მოიცავს 280 335 ჰექტარ ფართობს.

კავკასიის ნაკრძალში 300-მდე ენდემური სახეობაა. ფართოდაა გავრცელებული წიფლნარი და მუხნარი, რომელშიც შერეულია რცხილა, პანტა, მაჟალო, ტყემალი, ლეკა, ცაცხვი და სხვ.

ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, კავკასიური ირემი, ტყისა და თეთრყელა კვერნა, წავი, წაულა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვ. წინათ აქ ჯიქიც ყოფილა.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში კადრები კავკასიის ბუნებრივი ბიოსფერული ნაკრძალიდან.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები