პროექტმა Ты супер! ქართველ მონაწილე თეკლა ეკალაძეს ბედნიერი დღეები აჩუქა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ახალგაზრდა ვარსკვლავის სურათები.
თეკლა ეკალაძე პროექტის ნახევარფინალში გადავიდა. პირველ ტურში მან ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა, ნახევარფინალში კი „სულიკო“. ორივე ჯერზე ჟიურის წევრებმა მწვანე ღილაკებს დააჭირეს, დარბაზმა კი ქართველი კონკურსანტი აპლოდისმენტებით გააცილა.
თეკლა ფინალში ვერ გადავიდა, თუმცა მიუხედავად ამისა თავს იღბლიანად მიიჩნეს, რომ პროექტში მოხვდა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო.
მოსკოვში გოგონას ახლდა ბებია ლალი იმერლიშვილი.
თეკლა შოუში Ты супер! შემდეგ წელსაც მიიწვიეს, ის კასტინგის გარეშე მიიღებს მონაწილეობას პროექტის მეოთხე სეზონში.
თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში მან მამა დაკარგა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი მის თვალწინ დედა თავის ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა.
საერთაშორისო ვოკალური პროექტი Ты супер! შექმნილია მშობლების მზრუნველობამოკლებული ნიჭიერი ბავშვების მხარდასაჭერად, მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის. საქართველო ამ პროექტში მეორედ მონაწილეობს. პირველ სეზონში საქართველო წაროადგინა ნანა ვარძელაშვილმა ქარელიდან. საერთაშორისო კონკურსი Ты супер! იმართება ტელეკომპანია НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით.