14:28 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
ფოტო

როგორ აღნიშნეს ბათუმში 9 მაისი

მოკლე ბმულის მიღება
104 0 0
  • ბათუმის ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა წინაპრებისათვის პატივის მისაგებად, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ
  • „უკვდავი პოლკის“ მონაწილეებს საკუთარი წინაპრების სურათები ეჭირათ
  • აქცია „უკვდავი პოლკი“ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში გაიმართა, ბულვართან ახლოს
  • აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ძეგლებამდე, სადაც მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა და დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ხსოვნას
  • ბათუმის ცენტრში ამ დროისათვის დიდი სამამულო ომისათვის მიძღვნილი ძეგლი ან მონუმენტი არ არსებობს
  • მანამდე ბათუმის პორტთან ახლოს განთავსდა ობელისკი - თეთრი კოლონა, ომის გმირთა ძეგლი, სადაც ასევე მარადიული ცეცხლი დაინთო
  • თუმცა 2012 წელს, მიუხედავად საზოგადოების წარმომადგენელთა და ვეტერანთა პროტესტისა, მოხდა მემორიალის ლიკვიდაცია და მის ადგილზე ბათუმის საბაგიროს ქვედა სადგური განთავსდა
  • შემდეგ კი 9 მაისის აღნიშვნა გმირთა ხეივანზე დაიწყო, სადაც დგას ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ ქმედებებს ემსხვერპლა, და ასევე აღმართულია 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც
  • თუმცა 9 მაისს გმირთა ხეივნისკენ გზა გადაიკეტა, იქ კონტრ-აქცია იმართებოდა
  • პოლიციის კორდონმა ორი სხვადასხვა აქციის ერთმანეთისგან განსაცალკევებლად საჭირო ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო შეტაკება
  • გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ შეძახილების შემდეგ, ორივე აქცია დაიშალა. „უკვდავმა პოლკმა“ ფინალურ წერტილამდე მისვლა ვერ შეძლო, ვინაიდან პოლიციამ ისინი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით არ გაატარა
  • ბათუმის სანაპიროზე მიმდინარე მოვლენები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე აქცია დაიშალა
© Sputnik / Seyran Baroyan
ბათუმის ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა წინაპრებისათვის პატივის მისაგებად, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ

ბათუმში 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ საერთაშორისო აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა ქალაქში ამ დღეს.

აჭარის დედაქალაქში გამართულ აქციაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მისი მსვლელობის დროს გარკვეულმა სირთულეებმა იჩინა თავი.

საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მოწყობილი ბათუმის სანაპირო მემორიალი, რომელიც დიდ სამამულო ომს ეძღვნებოდა, და მარადიული ცეცხლი 2012 წლის თებერვალში მოხსნეს და მის ადგილზე მოქმედი საბაგიროს ქვედა სადგური აშენდა.

შემდეგ ბათუმის იუსტიციის სახლთან ახლოს გმირთა ხეივანი მოეწყო და დაიდგა ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა. ამის შემდეგ 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც აღიმართა. ამ ხეივანში დაიწყო ღონისძიების გამართვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას ეძღვნებოდა.

„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას ძეგლამდე, სადაც მათ კონტრაქციის მონაწილეები ელოდნენ. შემდგომ მოვლენებში ჩაერია პოლიციაც, რომელმაც ორივე აქციის მონაწილეები კორდონით გაყო ერთმანეთისგან. გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მისამართით შეძახილების შემდეგ ორივე აქცია დაიშალა.

„უკვდავი პოლკი“ დიდ სამამულო ომში მონაწილე ჯარისკაცების თავდადების, ხსოვნისა და გმირობის უკვდავყოფის სამოქალაქო ინიციატივაა. ყოველ წელს აქციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მონაწილეობენ მეომართა შთამომავლები, რომლებსაც ხელში საკუთარი წინაპრების სურათები უჭირავთ.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები