შრი-ლანკაზე კათოლიკური აღდგომის აღნიშვნის დროს ტერაქტები მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში შედეგების სურათები შემთხვევის ადგილებიდან.
კვირას, კათოლიკური აღდგომის დღეს შრი-ლანკაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. პირველი ექვსი აფეთქება ქვეყნის სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე – კუნძულის დასავლეთ ნაწილში, მერვე კი – დედაქალაქ კოლომბოს გარეუბნის საცხოვრებელ კომპლექსში. ბოლო მონაცემებით, რვა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 290-ს მიაღწია, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, თურქეთის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავებულია დაახლოებით 500 ადამიანი.
მეორე დღეს შრი-ლანკის დედაქალაქის ერთ-ერთ ეკლესიასთან ახლოს კიდევ ერთი აფეთქება გაისმა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გამნაღმველები აღმოჩენილი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ.