პარასკევის დილიდან ირანის ოთხ პროვინციაში ძლიერად წვიმდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში გამანადგურებელი წყალდიდობის სურათები.
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი წყალდიდობის გამო, რომელიც უკვე სამი კვირაა გრძელდება. სტიქიას 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლებამ იმ 14 სოფლის მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა, რომლებიც კალაპოტიდან გადმოსულ ორ მდინარესთან ახლოს მდებარეობს.
სახელმწიფო ტელეარხის IRIB TV ინფორმაციით, წყალდიდობამ რეგიონის არანაკლებ 52 ქალაქსა და სოფელს მიაყენა ზიანი. ქალაქ აზერშეჰრის მდინარეებში კი წყლის დონემ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, რაც კი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულა.

1/12
© photo: AFP 2020 / ATTA KENARE
გადაუღებელმა წვიმებმა ირანის ქალაქებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია

ძლიერი წვიმა უკვე მესამე კვირაა გრძელდება

წყალდიდობას 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

4/12
© AP Photo / Saeed Soroush
ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

5/12
© photo: AFP 2020 / ATTA KENARE
წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება

6/12
© photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh
წყალდიდობამ რეგიონში 52 ქალაქსა და სოფელს მიაყენა ზიანი

7/12
© AP Photo / Bayat Azadbakht
წყლის დონემ ქალაქი აზერშეხრის მდინარეებში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულა

წყალდიდობის გამო შეწყვეტილია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ათობით ქალაქს შორის

წყალმა დაანგრია ათობით ხიდი, რამდენიმე რაიონში ჩამოწვა მეწყერიც

10/12
© photo: AFP 2020 / ATTA KENARE
მოხალისეებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს იზოლირებული რაიონების მოსახლეებს

11/12
© photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ გასცა განკარგულება, გამოიყენონ ყველა რესურსი წყლის დონის დასაკლებად დატბორილ დასახლებულ პუნქტებში

12/12
© photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh
ქვეყნის ხელისუფლება ყველა ზომას ღებულობს წყალდიდობის სალიკვიდაციოდ