ფესტივალი გაიმართა მოსკოვში, სპორტულ არენაზე "ლუჟნიკი", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ექსტრემალები მონაწილეობდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების სურათები.
წელს ექსტრემალური სპორტის სახეობების ფესტივალი უკვე მეთორმეტედ გაიმართა. ღონისძიება ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სპორტულ მოვლენად დასახელდა. ყოველწლიურად მასში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ექსტრემალური სპორტის მოყვარულები მონაწილეობენ.
ღონისძიების სტუმრებმა ისიამოვნეს დაუჯერებელი ტრიუკებით, რომლებსაც ასრულებდნენ პროფესიონალები მოტოციკლებით, ველოსიპედებით, როლიკებით, თოვლმავლებითა და ტრანსპორტის სხვა სახეობებით. ურთულესი ელემენტების შესასრულებლად მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური კონსტრუქციები, რომელთა სიმაღლეც 17 მეტრს აღწევდა. გარდა ამისა, შოუ გაფორმებული იყო სპეცეფექტებით, მხატვრული განათებითა და მუსიკით.