20 თებერვლის ღამეს ევროპის, აზიისა და ამერიკის მოსახლეობას უჩვეულოდ დიდი მთვარის დაკვირვების საშუალება მიეცა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სუპერმთვარის სურათები, რომლებიც ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან გადაიღეს.
მთვარე დედამიწას გარშემო ერთ თვეში უვლის და ამ დროში მანძილი ჩვენი პლანეტიდან ბუნებრივ თანამგზავრამდე 356,4 ათასი კილომეტრიდან 406,7 ათას კილომეტრამდე იცვლება. სუპერმთვარეს უწოდებენ მოვლენას, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან მის ელიფსურ ორბიტაზე.
20 თებერვლის ღამეს შესაძლებელი იყო 2019 წლის ბოლო სუპერმთვარის ხილვა. ამჯერად სავსე მთვარე დედამიწას თითქმის რეკორდულ მანძილზე მოუახლოვდა – 356,7 ათას კილომეტრზე. ასეთ მომენტებში მთვარე 14%-ით უფრო დიდი ჩანს და 30%-ით უფრო მკვეთრად ანათებს, ვიდრე სხვა დროს.