12:17 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ფოტო

"ქალაქის გული" ცეცხლში – კიდევ ერთი ხანძარი თბილისში

მოკლე ბმულის მიღება
დიდი ხანძრები საქართველოში (11)
373 0 0
  • ქალაქის გულში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია მომანტალურად გაავრცელა ყველა ტელეარხმა და სააგენტომ
  • შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 16 ბრიგადა მუშაობდა
  • ათობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა ცეცხლს
  • მეხანძრეთა ოპერატიულობის წყალობით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის კერის ლიკვიდაციისათვის მეხანძრეებს სახურავის ნაწილის დაშლა მოუწიათ
  • ხანძარმა დააზიანა მეორადი ტანსაცმლის საწყობის 250 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი
  • ხანძრის ჩაქრობაში 10-ზე მეტი სპეცტექნიკა გამოიყენებოდა
  • მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელების შეჩერება შეძლეს
  • გასულ წელს ქალაქის გულის ტერიტორიაზე, იგივე შენობაში, უკვე გაჩნდა ხანძარი
  • მომხდარის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება
  • დაითვლება ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა
  • ბაზრობა ქალაქის გული განთავსებულია რკინისგზის სადგურთან, სტადიონ დინამო-არენასთან და სავაჭრო ცენტრ კიდობანთან ახლოს
  • 2018 წელსაც ხანძარი ქალაქის გულში თებერვალში გაჩნდა - თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ
  • ერთი წლის წინ, 27 თებერვალს, გამთენიისას, ხანძარმა 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა და გაანადგურა პროდუქტების, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები
  • დღეს, ხანძრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ბაზრის ტერიტორიაზე სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ხალხი მოგროვდა
  • ირკვევა რამდენი სავაჭრო პუნქტის მეპატრონე დაზარლა. გასულ წელს მათმა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა. მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით, მათ საგადასახადო ვალდებულება გაუუქმეს
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
"ქალაქის გულში" გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია მომანტალურად გაავრცელა ყველა ტელეარხმა და სააგენტომ

თბილისის ცენტრში, ბაზრობა "ქალაქის გულის" ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აქრობდნენ ცეცხლს მეხანძრეები.

თბილისის რკინიგზის სადგურის მახლობლად, "ქალაქის გულის" ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად ათობით მეხანძრე გავიდა. 

შემთხვევის შედეგად 250 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი განადგურდა. ხანძრის კერის ლიკვიდაციაში მეხანძრე-მაშველთა 16 ბრიგადა მონაწილეობდა და 10-ზე მეტი სპეცტექნიკა გამოიყენებოდა.

ამ დროისათვის თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

თემები:
დიდი ხანძრები საქართველოში (11)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები