21:11 26 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0067
  • 100 RUB4.1654
  • USD2.7007
ფოტო

გაზით მოწამვლა თბილისში - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

მოკლე ბმულის მიღება
373 0 0
  • სახლი ქეთევან წამებულზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა
  • შემთხვევის ადგილზე პოლიციის კორდონები აღიმართა
  • ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
  • ტრაგედიის ადგილზე ოპერატიულად მივიდა ქალაქის მერი კახა კალაძე
  • შსს-მ შვიდი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა
  • ყველა დაღუპული, წინასწარი ინფორმაციით, მუშა იყო. მათ ეს ბინა ნაქირავები ქონდათ
  • შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მივიდნენ
  • მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ტრაგედია მოხდა, უსაფრთხოების მიზნით დროებით გამორთულია გაზმომარაგება
  • თბილისში დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს ცენტრალური გათბობა. მოსახლეობა თავად უმკლავდება ამ პრობლემას სხვადასხვა ტიპის გამათბობლების დამონტაჟებით
  • თუ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი მოწყობილობები უხარისხოა ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევითაა დამონტაჟებული, უბედური შემთხვევის ალბათობა საკმაოდ იზრდება
  • სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები უმეტესად მსხვერპლით სრულდება
  • საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე
© Sputnik / Alex Shlamov
სახლი ქეთევან წამებულზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა

თბილისში ბუნებრივი აირის გამოყენებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ისნის რაიონში მდებარე ბინაში შვიდი ადამიანი მოიწამლა. იხილეთ Sputnik-საქართველოს სურათები შემთხვევის ადგილიდან

ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. კომპანია "ყაზტრანსგაზმა" გაავრცელა განცხადება, სადაც ტრაგედიის მიზეზად ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებელს ასახელებს. მოწყობილობას შიგაწვის კამერა ღია მდგომარეობაში ქონდა, რის შედეგადაც ბინაში ნახშირორჟანგი (CO) დაგროვდა.

კომპანია "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები მანამდე იმყოფებოდნენ ამ ბინაში და წყლის გამაცხელებლის ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება გათიშეს, რის შემდეგაც ბინის მეპატრონემ, სავარაუდოდ, თვითნებურად აღადგინა გაზის მიწოდება.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები