19:09 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ფოტო

სატვირთოების საცობი: საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი რიგი დგას

მოკლე ბმულის მიღება
258 0 0
  • უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომობილების დიდი საცობია
  • მანქანების დიდი ნაწილით მალფუჭებადი პროდუქცია გადააქვთ - ხილი და ბოსტნეული
  • სატვირთოების მძღოლები ამბობენ, რომ რიგში უკვე სამ დღეზე მეტია დგანან
  • ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატვირთოებზე ლიმიტი დაწესდა
  • რუსული მხარე დღეში ორჯერ ნაკლებ მანქანას ატარებს წინანდელთან შედარებით
  • თუმცა, სამგზავრო ტრანსპორტი შეფერხების გარეშე კვეთს საზღვარს
  • ტურისტულ სეზონზე რუსი მესაზღვრეები პრიორიტეტულად ტურისტების და მსუბუქი ავტომობილების მომსახურებას მიიჩნევენ
  • სატვირთოების მძღოლები ვერ გებულობენ, თუ რა არის ხანგრძლივი შეყოვნების მიზეზი. მესაძღვრეები მათ ადგილზე დარჩენისკენ და დალოდებისკენ მოუწოდებენ
  • არავინ მოელოდა ამდენი ხნით შეფერხებას
  • მძღოლებს უკვე უთავდებათ საკვებისა და სასმლის მარაგი
  • პროდუქტების საყიდლად სატვირთოებით წასვლის უფლებას პატრული არ იძლევა, ფეხით კი ძალიან დიდი მანძილია გასავლელი. Sputnik-საქართველოს კორესპონდენტმა გადაწყვიტა რამდენიმე მძღოლს დახმარებოდა და მათ საკვები უყიდა
  • ყაზბეგი - ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე
© Sputnik / Alex Shlamov
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომობილების დიდი საცობია

საქართველოს სამხედრო გზაზე რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სატვირთო ავტომობილების სურათები, რომლებიც ყაზბეგი — ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ მიემართებიან

ყაზბეგი — ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სატვირთოებისგან რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. საქართველოს შსს სიტუაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველოს მხრიდან შეფერხების გარეშე მუშაობს. უწყების მონაცემებით, პრობლემა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეიქმნა — რუსული მხარე ავტომობილების დიდ რაოდენობას ვერ უმკლავდება.

თემაზე

ბუნების საოცრებები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა
ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნაშრომები: დასახელდნენ სტენინის კონკურსის გამარჯვებულები
რთული მატჩი: ქართული რაგბის ამომავალმა ვარსკვლავებმა ბრაზილიელებთან ითამაშეს
წყალდიდობა ფოთში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები