როგორ გადაცურა ქართველმა ზღვა

გამოწერა

ქართველმა მოცურავემ თბილისის ზღვა გადაცურა, რათა გოგონასთვის ხელი ეთხოვა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სასიყვარულო ისტორიისა და ახალი რეკორდის ამსახველი კადრები

დავით გიორგობიანს დაავადება 23 წლის ასაკში აღმოუჩინეს. გაირკვა, რომ მას აქვს შარკო — მარი- ტუტის გენეტიკური დაავადება. ეს დიაგნოზი მას ისრაელში დაუდგინეს, რადგან საქართველოში ეს დაავადება თითქმის არ გვხვდება. ავადმყოფობა კუნთების დასუსტებას იწვევს. დავითი არ ნებდება, მან მიზნად დაისახა თბილისის ზღვის გადაცურვა და გახდა პირველი პარაოლიმპიელი, რომელმაც ასეთი რამ შეძლო.

© Sputnik / Denis Aslanovთბილისის ზღვაზე დავით გიორგობიანს მხარდამჭერთა ჯგუფი ელოდა, რომელიც მისი ახლობლებისგან შედგებოდა. თავიდან მათი რაოდენობა ოც ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა თანდათან ხალხის რაოდენობამ იმატა
პარაოლიმპიელი დავით გიორგობიანი და მისი საცოლე თბილისის ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
1/8
თბილისის ზღვაზე დავით გიორგობიანს მხარდამჭერთა ჯგუფი ელოდა, რომელიც მისი ახლობლებისგან შედგებოდა. თავიდან მათი რაოდენობა ოც ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა თანდათან ხალხის რაოდენობამ იმატა
© Sputnik / Denis Aslanovყველასათვის ჩვეულებრივი დასვენების დღე დავითისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
2/8
ყველასათვის ჩვეულებრივი დასვენების დღე დავითისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
© Sputnik / Denis Aslanovდავითმა მიზნად დაისახა თბილისის ზღვის გადაცურვა
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
3/8
დავითმა მიზნად დაისახა თბილისის ზღვის გადაცურვა
© Sputnik / Denis Aslanovსაქმე ისაა, რომ დავითს შარკო - მარი - ტუტის დაავადების დიაგნოზი მას ისრაელში დაუდგინეს. დაავადება კუნთების მოდუნებას იწვევს. ავადმყოფობა ნელა ვითარდება: თავდაპირველად ადამიანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების დაღლას გრძნობს სიარულისას. თანდათან დაავადება იწვევს კიდურების დეფორმაციას, საბოლოოდ კი მათ ატროფიამდეც მიდის
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
4/8
საქმე ისაა, რომ დავითს შარკო - მარი - ტუტის დაავადების დიაგნოზი მას ისრაელში დაუდგინეს. დაავადება კუნთების მოდუნებას იწვევს. ავადმყოფობა ნელა ვითარდება: თავდაპირველად ადამიანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების დაღლას გრძნობს სიარულისას. თანდათან დაავადება იწვევს კიდურების დეფორმაციას, საბოლოოდ კი მათ ატროფიამდეც მიდის
© Sputnik / Denis Aslanovთბილსისი ზღვის სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე კი - 1. მაქსიმალური სიღრმე - 45 მეტრი. უამინდობისა და ტალღების გამო გასავლელი გზა კიდევ უფრო გართულდა
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
5/8
თბილსისი ზღვის სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე კი - 1. მაქსიმალური სიღრმე - 45 მეტრი. უამინდობისა და ტალღების გამო გასავლელი გზა კიდევ უფრო გართულდა
© Sputnik / Denis Aslanovმიუხედავად ცუდი ამინდისა, დავითმა რეკორდი მაინც დაამყარა. ნაპირზე პარაოლიმპიელს მისი მეგობარი გოგო ელოდა, რომელიც სხვებზე მეტად გულშემატკივრობდა რეკორდსმენს
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
6/8
მიუხედავად ცუდი ამინდისა, დავითმა რეკორდი მაინც დაამყარა. ნაპირზე პარაოლიმპიელს მისი მეგობარი გოგო ელოდა, რომელიც სხვებზე მეტად გულშემატკივრობდა რეკორდსმენს
© Sputnik / Denis Aslanovრამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ დავითს არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე ელოდა. ახალგაზრდა გოგონას სურპრიზი მოუწყვეს. დავით ცალ მუხლზე დადგა და თამარს ხელი სთხოვა
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
7/8
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ დავითს არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე ელოდა. ახალგაზრდა გოგონას სურპრიზი მოუწყვეს. დავით ცალ მუხლზე დადგა და თამარს ხელი სთხოვა
© Sputnik / Denis Aslanovრათქმაუნდა, თამარი დათანხმდა. დავითი და თამარი ბედნიერები არიან, მათ ხომ განსაკუთრებული დღე აქვთ. ახლა ამ ახალგაზრდებს ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ელით წინ
დავით გიორგობიანი - Sputnik საქართველო
8/8
რათქმაუნდა, თამარი დათანხმდა. დავითი და თამარი ბედნიერები არიან, მათ ხომ განსაკუთრებული დღე აქვთ. ახლა ამ ახალგაზრდებს ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ელით წინ
ყველა ახალი ამბავი
0