ქალებისა და მამაკაცების საინტერესო და განსაკუთრებული კოლექციები წარმოადგინეს თბილისის მოდის კვირეულზე Mercedes-Benz Fashion Week. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ მიმდინარეობდა ჩვენებები.

სტილისა და შეფერილობის კლასიკა დიზაინერი ჯაბა დიასამიძის კოლექციაში

Mach & Mach-ის "ვარსკვლავიანი ცა"

კაბა დიზაინერი ჯაბა დიასამიძის ახალი კოლექციიდან

შიკი და შოკი Mach & Mach-ის ახალი კოლექციიდან

დიზაინერმა ალექსანდრ არუთიუნოვმა ახალ კოლექციაში საბჭოთა მოდა და იმ დროის სტილი გააცოცხლა

მოდერნი კლასიკის ელემენტებით - ალექსანდრ არუთიუნოვის კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა

კაბები Mach & Mach-ის ახალი კოლექციიდან

დიზაინერი ალექსანდრ არუთიუნოვი წარმოადგენს საკუთარ კოლექციას

ლეოპარდის შეფერილობა კვლავ ტრენდშია. ფოტოზე - დიზაინერი ჯაბა დიასამიძე წარმოადგენს საკუთარ კოლექციას

Mach & Mach-ის თვალისმომჭრელი ბრჭყვიალა სამოსი

ქართული ბრენდი GOLADAMIAN-ის ახალი კოლექცია - ტყავისა და ფერადი ნაჭრის შეხამება

დიზაინერი ჯაბა დიასამიძე წარმოადგენს საკუთარ კოლექციას. თეთრისა და შავის შეხამება - ახალი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ტრენდი

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week - Mach & Mach-რბილი და ჰაეროვანი კაბები

სტილის მაგია - ნათელი ფერები და ასიმეტრიული დაბოლოება. დიზაინერი ალექსანდრ არუთიუნოვი წარმოადგენს ახალ კოლექციას

დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ საკუთარი კოლექციების ჩვენება ნამდვილ შოუდ აქცია

დიზაინერი ჯაბა დიასამიძე წარმოადგენს საკუთარ კოლექციას

GOLADAMIAN-ს ჩვენებაზე ახალი კოლექციის დემონსტრაცია ლაზერ-შოუს ფონზე მიმდინარეობდა

"მოულოდნელი მოდა" ქართველი დიზაინერებისგან - ალექსანდრ არუთიუნოვის ახალი კოლექცია

მსუბუქი და რბილი - სწორედ ასეთი იყო კაბები ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან

ორიგინალური ქუდები კვლავ მოდაშია. ალექსანდრ არუთიუნოვის კოლექცია

ლაქი, ქუსლები, წითელი ტუჩსაცხი - დიზაინერები გამბედაობას ურჩევენ ქალებს. ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენება

საკმაოდ გამბედავ სამოსთან ერთად ალექსანდ არუთიუნოვმა წარმოადგინა კაბებიც, რომლებიც, თითქოს გადაკოპირებულია საბჭოთა ქალების სამოსიდან

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week - დიზაინერი ჯაბა დიასამიძე წარმოადგენს საკუთარ კოლექციას

ბრენდი GOLADAMIAN-ის კოლექცია მოდის კვირეულზე ყველაზე მრავალფეროვანი იყო