რუსთავში გასულ შაბათ-კვირას ყველიერის დღესასწაული აღნიშნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების სურათები.
ყველიერის ორგანიზატორები იყვნენ რუსული საზოგადოება "როდნიკი", თეატრალური სტუდია "სარკე" რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო და რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში.

გასულ შაბათ-კვირას რუსთავში ყველიერის დღესასწაული აღნიშნეს. დახლები სხვადასხვა ნუგბარით ღონისძიების ყველა სტუმარს ელოდა

"აღვნიშნავთ ყველიერს!" - ასე ჟღერდა დღესასწაულის დევიზი

დღესასწაული რუსთავის ცენტრალურ პარკში აღინიშნა, სადაც იყვნენ როგორც სპეციალურად მოწვეული სტუმრები, ასევე შემთხვევითი გამვლელებიც

ახალგაზრდა მსახიობები ფერადი კოსტიუმებით ცეკვით ამხიარულებდნენ ღონისძიების სტუმრებს

ბავშვები მოწვეულ მსახიობებთან ერთად ცეკვავდნენ

ყველაზე გაბედული და აქტიური უფროსები ბავშვებთან ერთად ცეკვავდნენ

დღესასწაულზე მომზადდა 2300 ნამცხვარი სხვადასხვა შიგთავსით

8/22
© FB / The theater studio "Zerkalo" and the Russian society of Georgia "Rodnik"
სტუმრებს სხვადასხვა კერძებით მასპინძლობდნენ

დღესასწაულის სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ ორგანიზატორების მიერ მომზადებულ სხვადასხვა კერძებს

დღესასწაულზე ხელნაკეთი ნივთების შეძენაც იყო შესაძლებელი

ასე გამოიყურებოდა ხელნაკეთი ნივთების ერთ-ერთი სტენდი

დღესასწაულის სტუმრები ერთმანეთს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ

დღესასწაულზე გაკეთდა "თოვლის ტირიც" - ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო "თოვლიან" შეჯიბრში

დღესასწაულის სტუმრებისთვის ცეკვები შეასრულეს სტუდიის "Hot chocolate" მოცეკვავეებმა

დღესასწაულზე შესრულდა ბოშური ცეკვებიც - მსახიობები ბოშური სამოსით ყველა გამვლელს მათთან ერთად ცეკვისკენ მოუწოდებდნენ

საუკეთესო სიმღერები შეასრულა რუსთავის საბავშვო ვოკალურმა ანსამბლმა "ლილემ"

ბოშურ სამოსში გამოწყობილი გოგონა ხელზე მკითხაობს. სტუმრები კი მათ ხელებს სიხარულით უწვდიდნენ, რათა გაეგოთ საკუთარი მომავლის შესახებ

დღესასწაული რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქ მოწყენა შეუძლებელი იყო, მაყურებლები რითმში მოძროაბდნენ პატარა მოცეკვავეებთან ერთად

დღესასწაულზე ასევე იყვნენ ჯამბაზებიც

ყველა მსურველს შეეძლო სახეზე დახატვა სპეციალური საღებავით. ესგანსაკუთრებით მოწონდათ ბავშვებს

დღესასწაული საფრთხობელის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. მისი დაწვა დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწილია

ამჯერად დღესასწაულის კულმინაცია იყო საფრთხობელის დაწვა, რაც ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის მოსვლის სიმბოლოდ მიიჩნევა