თბილისში საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსეთის ინტერესების სექციის შენობასთან სამგლოვიარო აქცია გამართეს მოსკოვში Ан-148-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, როგორ მიაგეს პატივი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას.
"სარატოვის ავიახაზების" თვითმფრინავი Ан-148, რომელიც მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, 11 თებერვალს ჩამოვარდა "დომოდედოვოს" აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში. თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი, ყველა მათგანი დაღუპულია.

1/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სამგლოვიარო აქცია რუსეთის ინტერესების სექციის შენობასთან გაიმართა

2/12
© Sputnik / Levan Avlabreli
აქციაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთთან მეგობრობის მსურველმა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთა საქმიანობაც ქართულ-რუსული კავშირების განვიტარებაზე მუშაობენ

3/12
© Sputnik / Levan Avlabreli
აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს

4/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ავიაკატასტროფას 71 ადამიანი შეეწირა, აქედან 65 მგზავრი იყო

5/12
© Sputnik / Levan Avlabreli
თვითმფრინავი "დომოდედოვოს" აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა

6/12
© Sputnik / Levan Avlabreli
თვითმფრინავში მყოფებისგან არავინ გადარჩენილა - მიწაზე დაცემის შედეგად ლაინერი ისე დაიმსხვრა, რომ ნაწილები დიდ ტერიტორიაზე გაიფანტა

7/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ დაღუპულთა ნეშტი აღმოაჩინეს

8/12
© Sputnik / Levan Avlabreli
დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

9/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სამგლოვიარო აქცია საქართველოში რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭომ მოაწყო

10/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა

11/12
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში ასე მიაგეს პატივი საზოგადოების წარმომადგენლებმა ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსნოვნას

12/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სამგლოვიარო აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო