სამგზავრო თვითმფრინავი Ан-148, რომელიც მოსკოვიდან ორსკის მიმართულებით ახორციელებდა რეისს, მოსკოვის მახლობლად, რამენსკოეს რაიონში ჩამოვარდა. იხილეთ ფოტოები კატასტროფის ადგილიდან
თვითმფრინავში 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. გადარჩენილები არ არიან. კატასტროფის მიზეზები დგინდება.

თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი, ყველა მათგანი დაიღუპა

დაცემის შედეგად თვითმფრინავი დაიშალა, ნაწილები დიდ ტერიტორიაზე გაიფანტა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სამაშველო ოპერაციას ატარებენ კატასტროფის ადგილზე

სარატოვის ავიახაზების თვითმფრინავი კვირას დომოდედოვოდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა

სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას კატასტროფის ადგილზე მაშველებმა გადარჩენილები ვერ იპოვეს, ნაპოვნია მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილები და დაღუპულთა ცხედრები

ამ დროისათვის კატასტროფის ადგილს ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი იკვლევს. კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები იმუშავებენ

დაღუპულთა გვამების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კატასტროფის ადგილზე

ავიაკატასტროფის ადგილზე მაშველებმა ორი "შავი ყუთი" აღმოაჩინეს, რომელთა მონაცემებსაც ექსპერტიზა შეისწავლის

კატასტროფის ადგილზე მაშველებმა ასევე აღმოაჩინეს შვიდი ოთხზე მეტრის ზომის ორმო თვითმფრინავის ნაწილებით

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილამდე მისვლა მარტივი არ ყოფილა. მაშველებს ფეხით სიარული მოუწიათ, სახანძრო მანქანებით თოვლში გართულდებოდა

სარატოვის, ოერნბურგისა და ლენინგრადის ოლქების ხელმძღვანელობები დაღუპულთა ოჯახებს მილიონ რუბლს გადაუხდიან. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ასევე აღუთქვა დახმარება ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს

როგორც მაშველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ჩამოვარდნის ადგილზე თოვის დროს მიდიოდნენ. ზოგიერთ ადგილში თოვლის სიმაღლე ერთ მეტრამდე აღწევდა