15:47 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფოტო

მსოფლიოს ტურისტული სიმბოლოები: საუკეთესო ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
78 0 0
  • ლომის თავი - უჩვეულო კლდე ქალაქ კეიპტაუნში. მისი სიმაღლე 670 მეტრია, ზედაპირი დაფარული აქვს ეგზოტიკური მცენარე მაკვისით. ლომის თავის ნახვა ბევრი მიზეზით შეიძლება. პირველ რიგში, აქედან არაჩვეულებრივი ხედია კეიპტაუნზე, ასევე აქ შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა პატარა ცხოველის ნახვა. კლდე პარაპლანის მოყვარულთათვის პოპულარული ადგილია
  • ათენის აკროპოლისი - საბერძნეთის დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნავობა. ქალაქის დამცველი ციხე-სიმაგრის შესაბამისად, მასაც დიდი ისტორია აქვს, რაც ყოველდღიურად ათასობით ტურისტს იზიდავს
  • ლაგუნა აპოიო - ეს არის ტბა ნიკარაგუას ერთ-ერთი ჩამქრალი ვულკანის კრატერში. მსგავსი ტბებისგან განსხვავებით, აპოიოს წყალი სასმელადაც გამოდგება
  • პლაჟი მენლი - სიდნეის მუნიციპალური პლაჟი. ამ ადგილზე შესაძლებელია ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დასვენებაც და სერფინგიც. ტალღების დაპყრობის სეზონი აქ ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, განუწყვეტლივ მუშაობენ ინსტრუქტორები და მაშველები, დამწყები და გამოცდილი სპორტსმენებისთვის კი გახსნილია აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები და თემატური მაღაზიები
  • ვენეციური გონდოლა - ქალაქის ამოსაცნობი ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ვენეციაში ყოფნისას გონდოლით გასეირნებაზე უარის თქმა იგივეა, რაც პარიზში ეიფელის კოშკზე ასვლისგან თავის შეკავება
  • რა იზიდავს ტურისტებს ჰოლივუდში? რა თქმა უნდა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავის გახსნას მსახიობები ხომ თავადაც ესწრებიან
  • ტურისტები სანტა-მარიას 17-ე საუკუნის საგუშაგო კოშკის ქვეშ, რომელიც სამიდან ერთ-ერთ, ყველაზე პატარა კუნძულზე განთავსებული. ეს კუნძულები მალტის არქიპელაგს ქმნიან. კომინოსა და ახლოს მდებარე პატარა კუნძულ კომინოტოს შორის ცისფერი ლაგუნაა განთავსებული, სადაც გამჭვირვალე მოლურჯო წყალია
  • დიაბლერე - ჟენევის ტბასა და გშტადს შორის მდებარეობს 1200 მეტრის სიმაღლეზე. აქ ზაფხულობითაც კი სრიალებენ თხილამურებით
  • ჩრდილოეთ ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე მდებარეობს დიდი უდაბნო ჩიუაუა. ეს ადგილი მაღლობზე მდებარეობს, ამიტომ კლიმატი შედარებით რბილია და არც ისე მშრალი. ეს ადგილები ცნობილია, როგორც მიწა ხალხის გარეშე, ვინაიდან გარშემო რამდენიმე კილომეტრის გარშემო არავითარი დასახლება არ არის. ფოტოზე: ტურისტები სენდბორდინგის დაწყებამდე
  • ვიქტორიას პიკი ჰონკონგში - ეს მისი კუნძულოვანი ნაწილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. ტურისტებს და მოგზაურებს უყვართ აქ მოსვლა, რათა დატკბნენ უამრავი ცათამბჯენის ყურებით
  • თუ პარიზში ცოტა ხნით მოხვდით, ნახვა კი ბევრი რამის გსურთ, კარგი გამოზავალია ექსკურსია ფრანგული ღია ავტომობილით Citroen
  • კანის ყველაზე საოცარი ღირსშესანიშნაობა სანაპიროს კრუასეტი, გიგანტური პალმები და არაჩვეულებრივი სასტუმროები, რომლებიც განლაგებულია სანაპიროს გაყოლებაზე
  • არაჩვეულებრივი ტბა ჰინტერშტაინერი ავსტრიაში 882 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამ ადგილზე მოგინდებათ გააჩეროთ დრო, რომ რაც შეიძლება დიდხანს უყუროთ დათოვლილ მთებს შორის მზის შუქზე მოელვარე ტბას და უსმინოთ სიჩუმეს
  • პრაღის მთავარ მდინარეზე უჩვეულო ტრანსპორტს იხილავთ. გამომგონებელმა მიკროავტობუსი ამფიბიად გადააკეთა და მგზავრებს ასეთი უჩვეულო მეთოდით გადაადგილებას სთავაზობს
  • რესპუბლიკის მოედანი მექსიკოს ცენტრში მდებარეობს. ამ მოედანზე განთავსებულია რევოლუციის მონუმენტი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მონუმენტს აღმოსავლეთით აქვს ფანტანები, რომლებიც საღამოობით სხვადასხვა ფერებში ნათდება. ადგილობრივებისთვის ფანტანი კარგი გასართობია, ისინი დარბიან მასში და ცდილობენ არ დასველდნენ
© REUTERS/ Mike Hutchings
ლომის თავი - უჩვეულო კლდე ქალაქ კეიპტაუნში. მისი სიმაღლე 670 მეტრია, ზედაპირი დაფარული აქვს ეგზოტიკური მცენარე მაკვისით. "ლომის თავის" ნახვა ბევრი მიზეზით შეიძლება. პირველ რიგში, აქედან არაჩვეულებრივი ხედია კეიპტაუნზე, ასევე აქ შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა პატარა ცხოველის ნახვა. კლდე პარაპლანის მოყვარულთათვის პოპულარული ადგილია

როგორ გამოიყურება ტურისტების რჩეული ადგილები მთელ მსოფლიოში? „Sputnik-საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა საუკეთესო ფოტოების ნაკრები.

თემაზე

მთაწმინდა ცეცხლში: ხანძრის სურათები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან
სისხლისფერი მთვარე: მთვარის დაბნელების საუკეთესო ფოტოები მთელი მსოფლიოდან
ანდრეი სტენინის კონკურსის გამარჯვებულთა საუკეთესო ფოტოები
ანაკლია: GEM Fest დღისით და ღამით

მეტი ფოტოლენტა

  • ფესტივალის მონაწილეები
    Last update: 13:46 22.10.2017
    13:46 22.10.2017

    ახალგაზრდობის ფესტივალი სოჭში

    ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალს 188 ქვეყნის 25 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა, ასევე ხუთი ათასი მოხალისე. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ფესტივალის ყველაზე ნათელი მომენტები.

    4
    24
  • ბრიანსკში დილით ადრე წავედით. სწრაფად დავლიეთ ყავა და დაუფიქრებლად ავედით ბაქანზე. ყველაზე ბოძზე იყო წარწერა: მოწევა აკრძალულია!
    Last update: 14:40 21.10.2017
    14:40 21.10.2017

    დუხობორების ძიებაში: გზა დაბა მირნისკენ

    90-იანი წლების ბოლოს საქართველოდან რუსეთში დუხობორების დიდი ნაწილი წავიდა. ეს ყველაზე მასშტაბური წასვლა იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ჩააღწია „გულუბრყვილო მოგზაურთა“ ჯგუფმა დაბა მირნიში

    72
    10
  • ქართული სტენდი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში
    Last update: 12:00 21.10.2017
    12:00 21.10.2017

    საქართველო სოჭის ფესტივალზე

    საქართველომ ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე YOUTH EXPO საკუთარი სტენდი წარმოადგინა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში ქართულ სტენდთან

    30
    11
  • მეტროს სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტის ესკალატორი
    Last update: 12:03 20.10.2017
    12:03 20.10.2017

    თბილისის მეტროს ახალი სადგური

    თბილისის მეტროს ახალი, რიგით 23-ე სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" ყოველდღიურად 15 ათასამდე მგზავრს მოემსახურება

    39
    10

მთავარი თემები