ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა

გამოწერა

მსოფლიო 12 ივლისს ფოტოგრაფის დღეს აღნიშნავს. "Sputnik-საქართველო" წარმოგიდგენთ ფოტოების ნაკრებს, რომლებიც, ჟურნალ Time-ის ვერსიით, მსოფლიოს 100 ყველაზე მნიშვნელოვან სურათს შორის შევიდა.

© AP Photo / File"ბირთვული სოკო ნაგასაკის თავზე", ლეიტენანტი ჩარლზ ლევი, 1945.
ატომურმა ბომბმა სახელად "პატარა ბიჭი" გაანადგურა ჰიროსიმა, ხოლო "მსუქანმა" ნაგასაკი. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ არავინ განიხილავდა აშშ-ის არმიის ქმედებებს. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ დადგა ახალი ატომური ხანა და ყველამ ირწმუნა, რომ ისტორიას წერენ გამარჯვებულები
ბირთვული სოკო ნაგასაკის თავზე, ლეიტენანტი ჩარლზ ლევი, 1945 - Sputnik საქართველო
1/15
"ბირთვული სოკო ნაგასაკის თავზე", ლეიტენანტი ჩარლზ ლევი, 1945.
ატომურმა ბომბმა სახელად "პატარა ბიჭი" გაანადგურა ჰიროსიმა, ხოლო "მსუქანმა" ნაგასაკი. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ არავინ განიხილავდა აშშ-ის არმიის ქმედებებს. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ დადგა ახალი ატომური ხანა და ყველამ ირწმუნა, რომ ისტორიას წერენ გამარჯვებულები
© AFP 2024 / NASAსურათი "ადამიანი მთვარეზე" გადაღებულია 1969 წლის 21 ივლისს ასტრონავტი ნილ არმსტრონგის მიერ. მასზე გამოსახულია ასტრონავტი ედვინ ოლდრინი. კოსმოსური ხომალდის "აპოლონ-11" ფრენისას 1969 16-24 ივლისს დედამიწის მოსახლეობამ ისტორიაში პირველად განახორციელა სხვა ციური სხეულის - მთვარის ზედაპირზე დაჯდომა. 1969 წლის 20 ივლისს "აპოლონ-11" ეკიპაჟის მეთაურმა ნილ არმსტრონგმა და პილოტმა ედვინ ოლდრინმა ხომალდის მთვარის მოდული დასვეს სიმშვიდის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში. ისინი მთვარის ზედაპირზე იმყოფებოდნენ 21 საათის, 36 წუთისა და 21 წამის განმავლობაში
ადამიანი მთვარეზე, ნილ არმსტრონგი, NASA, 1969 - Sputnik საქართველო
2/15
სურათი "ადამიანი მთვარეზე" გადაღებულია 1969 წლის 21 ივლისს ასტრონავტი ნილ არმსტრონგის მიერ. მასზე გამოსახულია ასტრონავტი ედვინ ოლდრინი. კოსმოსური ხომალდის "აპოლონ-11" ფრენისას 1969 16-24 ივლისს დედამიწის მოსახლეობამ ისტორიაში პირველად განახორციელა სხვა ციური სხეულის - მთვარის ზედაპირზე დაჯდომა. 1969 წლის 20 ივლისს "აპოლონ-11" ეკიპაჟის მეთაურმა ნილ არმსტრონგმა და პილოტმა ედვინ ოლდრინმა ხომალდის მთვარის მოდული დასვეს სიმშვიდის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში. ისინი მთვარის ზედაპირზე იმყოფებოდნენ 21 საათის, 36 წუთისა და 21 წამის განმავლობაში
© AP Photoსურათი "დირიჟაბლი ჰინდენბურგის ჩამოვარდნა" გადაიღო სემ შერიმ 1937 წელს. მასზე ასახულია გერმანული დირიჟაბლის აშშ-ში ლეიკჰერსტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დაშვებისას ჩამოვარდნა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 87 ადამიანიდან 35 შეეწირა , დაიღუპა სახმელეთო გუნდის ერთი წევრიც
დირიჟაბლი ჰინდენბურგის ჩამოვარდნა, სემ შერი, 1937 - Sputnik საქართველო
3/15
სურათი "დირიჟაბლი ჰინდენბურგის ჩამოვარდნა" გადაიღო სემ შერიმ 1937 წელს. მასზე ასახულია გერმანული დირიჟაბლის აშშ-ში ლეიკჰერსტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დაშვებისას ჩამოვარდნა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 87 ადამიანიდან 35 შეეწირა , დაიღუპა სახმელეთო გუნდის ერთი წევრიც
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისურათი "გამარჯვების ნიშანი რაიხსტაგზე" 1945 წელს საბჭოთა სამხედრო კორესპონდენტმა ევგენი ხალდეიმ გადაიღო. ფოტომ მსოფლიო შემოიარა და მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა
გამარჯვების ნიშანი რაიხსტაგზე, 1945 - Sputnik საქართველო
4/15
სურათი "გამარჯვების ნიშანი რაიხსტაგზე" 1945 წელს საბჭოთა სამხედრო კორესპონდენტმა ევგენი ხალდეიმ გადაიღო. ფოტომ მსოფლიო შემოიარა და მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა
© AP Photoსურათი "ლოხ-ნესის ურჩხული" 1934 წელსაა გადაღებული. მისი ავტორი ლონდონელი ექიმი რ. კენეტ უილსონი ამტკიცებდა, რომ მონსტრს ფოტო შემთხვევით გადაუღო, როდესაც ტბასთან სეირნობდა და ჩიტებს აკვირდებოდა. 1994 წელს დადგინდა, რომ ეს ფოტო უილსონმა და მისმა სამმა თანამზრახველმა ეს ფოტო გააყალბეს
ლოხ-ნესის ურჩხული, უცნობი ავტორი, 1934 - Sputnik საქართველო
5/15
სურათი "ლოხ-ნესის ურჩხული" 1934 წელსაა გადაღებული. მისი ავტორი ლონდონელი ექიმი რ. კენეტ უილსონი ამტკიცებდა, რომ მონსტრს ფოტო შემთხვევით გადაუღო, როდესაც ტბასთან სეირნობდა და ჩიტებს აკვირდებოდა. 1994 წელს დადგინდა, რომ ეს ფოტო უილსონმა და მისმა სამმა თანამზრახველმა ეს ფოტო გააყალბეს
© AP Photo"ებრაელი ბიჭი ვარშავაში ნებდება", ავტორი უცნობია, 1943 წელი. ეს სურათი შევიდა ალბომში, რომელიც იურგენ შტროპის წინააღმდეგ ნიურნბერგში გამართულ პროცესზე წარმოადგინეს. იურგენი ხელმძღვანელობდა ვარშავის გეტოში აჯანყების ლიკვიდაციას. ბიჭის ვინაობა დაუდგენელია, ასევე ვერ გაირკვა თუ რა ბედი ეწია მას, თუმცა ეს ერთი ფოტო იქცა ექვსი მილიონი დაუცველ იებრაელის ტანჯვის სიმბოლოდ, რომლებიც ჰოლოკოსტს შეეწირნენ
ებრაელი ბიჭი ვარშავაში ნებდება, ავტორი უცნობია, 1943 - Sputnik საქართველო
6/15
"ებრაელი ბიჭი ვარშავაში ნებდება", ავტორი უცნობია, 1943 წელი. ეს სურათი შევიდა ალბომში, რომელიც იურგენ შტროპის წინააღმდეგ ნიურნბერგში გამართულ პროცესზე წარმოადგინეს. იურგენი ხელმძღვანელობდა ვარშავის გეტოში აჯანყების ლიკვიდაციას. ბიჭის ვინაობა დაუდგენელია, ასევე ვერ გაირკვა თუ რა ბედი ეწია მას, თუმცა ეს ერთი ფოტო იქცა ექვსი მილიონი დაუცველ იებრაელის ტანჯვის სიმბოლოდ, რომლებიც ჰოლოკოსტს შეეწირნენ
© AP Photo / H.S. Wongსურათი "სისხლიანი შაბათი", გადაიღო ს. ხ. ვონგმა 1937 წელს. ფოტო გადაღებულია იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების შანხაის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შემდეგ. იმ მომენტისათვის ადგილზე დაახლოებით 1800 მოქალაქე იმყოფებოდა, გადარჩა მხოლოდ 300 მათგანი. ფოტოზე აღბეჭდილია პატარა ბიჭი, რომელიც მაშველმა ნანგრევებიდან გამოიყვანა, დასვა და უკან დაბრუნდა სხვების დასახმარებლად
სისხლიანი შაბათი, ს. ხ. ვონგი, 1937 - Sputnik საქართველო
7/15
სურათი "სისხლიანი შაბათი", გადაიღო ს. ხ. ვონგმა 1937 წელს. ფოტო გადაღებულია იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების შანხაის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შემდეგ. იმ მომენტისათვის ადგილზე დაახლოებით 1800 მოქალაქე იმყოფებოდა, გადარჩა მხოლოდ 300 მათგანი. ფოტოზე აღბეჭდილია პატარა ბიჭი, რომელიც მაშველმა ნანგრევებიდან გამოიყვანა, დასვა და უკან დაბრუნდა სხვების დასახმარებლად
© AP Photo / Malcolm Browne"ბუდისტი ბერი თავს იწვავს", ფოტოს ავტორია მალკოლმ ბრაუნი. 1963 წელს ბერმა Thich Quang Duc თავი დაიწვა. თვითმხილველთაგან განსხვავებით, მას ხმა არ ამოუღია და არ განძრეულა. ბერმა ვიეტნამის მაშინდელ მთავრობას მისწერა წერილი, სადაც სთხოვდა ბუდისტების მიმართ რეპრესიების დასრულებას, ბერების დაკავების შეწყვეტას და მათთვის საკუთარი რელიგიის გამოყენებისა და გავრცელების უფლების მიცემას, მაგრამ მან პასუხი ვერ მიიღო
ბუდისტი ბერი თავს იწვავს, მაკოლმ ბრაუნი, 1963 - Sputnik საქართველო
8/15
"ბუდისტი ბერი თავს იწვავს", ფოტოს ავტორია მალკოლმ ბრაუნი. 1963 წელს ბერმა Thich Quang Duc თავი დაიწვა. თვითმხილველთაგან განსხვავებით, მას ხმა არ ამოუღია და არ განძრეულა. ბერმა ვიეტნამის მაშინდელ მთავრობას მისწერა წერილი, სადაც სთხოვდა ბუდისტების მიმართ რეპრესიების დასრულებას, ბერების დაკავების შეწყვეტას და მათთვის საკუთარი რელიგიის გამოყენებისა და გავრცელების უფლების მიცემას, მაგრამ მან პასუხი ვერ მიიღო
© AFP 2024 / NASA"დედამიწის ამოსვლა", ავტორი უილიამ ანდერსი, NASA. ეს დედამიწის ისტორიული სურათია, რომელიც ხომალდის "აპოლონ-8" ეკიპაჟის წევრმა 1968 წლის შობის წინა ღამეს გადაიღო. ამ წელს ადამიანებმა პირველად დაინახეს დედამიწა მთლიანად
დედამიწის ამოსვლა, უილიამ ანდერსი, NASA, 1968 - Sputnik საქართველო
9/15
"დედამიწის ამოსვლა", ავტორი უილიამ ანდერსი, NASA. ეს დედამიწის ისტორიული სურათია, რომელიც ხომალდის "აპოლონ-8" ეკიპაჟის წევრმა 1968 წლის შობის წინა ღამეს გადაიღო. ამ წელს ადამიანებმა პირველად დაინახეს დედამიწა მთლიანად
© AP Photo / Eddie Adams"დახვრეტა საიგონში", ავტორი ედი ადამსი, 1968 წელი. ფოტომ, რომელზეც ოფიცერი თავში ესვრის ხელშეკრულ დაკავებულს, მიიღო არა მხოლოდ პულიცეროვის ჯილდო 1969 წელს, არამედ საბოლოოდ შეცვალა ამერიკელების დამოკიდებულება ვიეტნამში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
დახვრეტა საიგონში, 1968, ედი ადამსი - Sputnik საქართველო
10/15
"დახვრეტა საიგონში", ავტორი ედი ადამსი, 1968 წელი. ფოტომ, რომელზეც ოფიცერი თავში ესვრის ხელშეკრულ დაკავებულს, მიიღო არა მხოლოდ პულიცეროვის ჯილდო 1969 წელს, არამედ საბოლოოდ შეცვალა ამერიკელების დამოკიდებულება ვიეტნამში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
© AP Photo / John Filo"დახვრეტა კენტის შტატში", ავტორი ჯონ პოლ ფილო, 1970 წელი. დახვრეტა კენტის უნივერსიტეტში - ტრაგიკული მოვლენა, რაც ოჰაიოს შტატის ქალაქ კენტში მოხდა ანტისაომარი დემონსტრაციების დროს ვიეტნამთან ომის პერიოდში. 1970 წლის 4 მაისს კენტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს საპროტესტო აქცია რამდენიმე დღით ადრე ამერიკელი და სამხრეთ ვიეტნამელი არმიების კამბოჯაში შეჭრის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ მიტინგის გაუქმების შესახებ განაცხადა. უნივერსიტეტში მივიდა ოჰაიოს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი, რომლებსაც ჰქონდათ ბრძანება, დაეშალათ დემონსტრანტები. უცნობი მიზეზების გამო სამხედროებმა ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც შეეწირა 4 ადამიან იდა დაიჭრა 9
დახვრეტა კენტის შტატში, ჯონ პოლ ფილო, 1970 - Sputnik საქართველო
11/15
"დახვრეტა კენტის შტატში", ავტორი ჯონ პოლ ფილო, 1970 წელი. დახვრეტა კენტის უნივერსიტეტში - ტრაგიკული მოვლენა, რაც ოჰაიოს შტატის ქალაქ კენტში მოხდა ანტისაომარი დემონსტრაციების დროს ვიეტნამთან ომის პერიოდში. 1970 წლის 4 მაისს კენტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს საპროტესტო აქცია რამდენიმე დღით ადრე ამერიკელი და სამხრეთ ვიეტნამელი არმიების კამბოჯაში შეჭრის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ მიტინგის გაუქმების შესახებ განაცხადა. უნივერსიტეტში მივიდა ოჰაიოს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი, რომლებსაც ჰქონდათ ბრძანება, დაეშალათ დემონსტრანტები. უცნობი მიზეზების გამო სამხედროებმა ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც შეეწირა 4 ადამიან იდა დაიჭრა 9
© AP Photo / Nick Utსურათი "ომის საშინელება" გადაირო ნიკ უტიმ 1972 წელს ვიეტნამში მიმდინარე საომარი ქმედებების დროს. მაშინ სოფელ ჰანგბანგში საომარი ქმედებები მიმდინარეობდა ვიეტკონგისა ძალებსა და პროამერიკული სამხრეთ ვიეტნამური მთავრობის არმიას შორის. მშვიდობიანმა მოსახლეობამ სოფელი დატოვა. სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტს ისინი ვიეტკონგის ჯარისკაცები ეგონა და ბომბების ჩამოგდება დაიწყო. ფოტოზე - 9 წლის კიმ ფუკი, მისი უფროსი ძმა - 12 წლის ფან თხან ტამი, უმცროსი ძმა - ხუთი წლის ფან თხან ფუოკო, ბიძაშვილები ხო ვან ბო და ხო თხი ტინგი
ომის საშინელება, ნიკ უტი, 1972 - Sputnik საქართველო
12/15
სურათი "ომის საშინელება" გადაირო ნიკ უტიმ 1972 წელს ვიეტნამში მიმდინარე საომარი ქმედებების დროს. მაშინ სოფელ ჰანგბანგში საომარი ქმედებები მიმდინარეობდა ვიეტკონგისა ძალებსა და პროამერიკული სამხრეთ ვიეტნამური მთავრობის არმიას შორის. მშვიდობიანმა მოსახლეობამ სოფელი დატოვა. სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტს ისინი ვიეტკონგის ჯარისკაცები ეგონა და ბომბების ჩამოგდება დაიწყო. ფოტოზე - 9 წლის კიმ ფუკი, მისი უფროსი ძმა - 12 წლის ფან თხან ტამი, უმცროსი ძმა - ხუთი წლის ფან თხან ფუოკო, ბიძაშვილები ხო ვან ბო და ხო თხი ტინგი
© AP Photo / Jeff Widener"უცნობი მეამბოხე", ფოტოს ავტორი ჯეფ უაიდენერი. უცნობი მეამბოხის საკულტო სურათი, რომელიც ჩინურ ტანკებს წინ გადაუდგა. ტიანანმენი, 1989 წელი
უცნობი მეამბოხე, ჯეფ უაიდენერი, 1989 - Sputnik საქართველო
13/15
"უცნობი მეამბოხე", ფოტოს ავტორი ჯეფ უაიდენერი. უცნობი მეამბოხის საკულტო სურათი, რომელიც ჩინურ ტანკებს წინ გადაუდგა. ტიანანმენი, 1989 წელი
© AP Photo / NASA, ESA/Hubble, Hubble Heritage Teamვარსკვლავთშორისი გაზის "შემოქმედების სვეტები", NASA, 1995 წელი. ფოტოზე აღბეჭდილ ობიექტებს "შემოქმედების სვეტები" ეწოდა იმიტომ, რომ აირი და მტვერი მათში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნაში არიან ჩართულები
შემოქმედების სვეტები, 1995. NASA - Sputnik საქართველო
14/15
ვარსკვლავთშორისი გაზის "შემოქმედების სვეტები", NASA, 1995 წელი. ფოტოზე აღბეჭდილ ობიექტებს "შემოქმედების სვეტები" ეწოდა იმიტომ, რომ აირი და მტვერი მათში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნაში არიან ჩართულები
© AP Photo / Nilufer Demir, DHA"აილან კურდი", სურათი გადაიღო ფოტოგრაფმა ნილიუფერ დემირმა 2015 წელს. ფოტოზე გამოსახულია სირიელი ბავშვი, რომელიც დაიხრჩო მისი ოჯახის საბერძნეთში გაქცევის მცდელობის დროს. ეს სურათი ევროპული გაზეთების პირველ გვერდებზე განთავსდა და ევროკავშირში მიგრაციის პრობლემებზე დისკუსიები ახალ დონეზე გაიყვანა
აილან კურდი, ნილიუფერ დემირი, 2015 - Sputnik საქართველო
15/15
"აილან კურდი", სურათი გადაიღო ფოტოგრაფმა ნილიუფერ დემირმა 2015 წელს. ფოტოზე გამოსახულია სირიელი ბავშვი, რომელიც დაიხრჩო მისი ოჯახის საბერძნეთში გაქცევის მცდელობის დროს. ეს სურათი ევროპული გაზეთების პირველ გვერდებზე განთავსდა და ევროკავშირში მიგრაციის პრობლემებზე დისკუსიები ახალ დონეზე გაიყვანა
ყველა ახალი ამბავი
0