თბილისში ფემინისტებმა 8 მარტი საპროტესტო აქციით აღნიშნეს

გამოწერა

თბილისში გენდერული თანასწორობის პრობლემებისადმი ყურადღების მისაპყრობად 8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა მოძრაობამ" გამართა საპროტესტო აქცია "დაამსხვრიე შუშის ჭერი".

"ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლებმა მტავრობის სახლთან გამართეს აქცია-პერფორმანსი "დაამსხვრიე შუშის ჭერი". ამით ქართველი ფემინისტები შეეცადნენ მთავრობისა და საზოგადოების ყურადღება საქართველოში გენდერული თანასწორობის პრობლემებზე გაემახვილებინათ.

აქციის მონაწილეებმა ფართო საზოგადოებას ქალთა შესაძლებლობების შეფასების სტერეოტიპებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს. მათ ყველა ქალს მოუწოდეს, აქტიურად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისათვის.

"შუშის ჭერი" — 1980-იან წლებში უხილავი და ფორმალურად განუსაზღვრელი ბარიერის აღსაწერად შექმნილი ფემინისტური ტერმინი, რომელიც ქალების კარიერულ ზრდას მათ პროფესიულ უნარებს არ უკავშირებდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliფემინისტების აქციის "დაამსხვრიე შუშის ჭერი" მონაწილეებმა მთავრობის სახლთან დიდი ორგანული მინა მიიტანეს, რომელიც პერფორმანსის მთავარ დეტალად იქცა და ქალებისათვის საზოგადოებაში არსებულ უხილავ საზღვრებს გამოხატავდა
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
1/8
ფემინისტების აქციის "დაამსხვრიე შუშის ჭერი" მონაწილეებმა მთავრობის სახლთან დიდი ორგანული მინა მიიტანეს, რომელიც პერფორმანსის მთავარ დეტალად იქცა და ქალებისათვის საზოგადოებაში არსებულ უხილავ საზღვრებს გამოხატავდა
© Sputnik / Alexander Imedashviliაქციის მონაწილეები ყველსა მოუწოდებდნენ - "დაამსხვრიე შუშის ჭერი!". ეს ნიშნავდა უარის თქმას ქალებთან მიმართებაში არსებულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ქალების კარიერულ ზრდას მათ პროფესიულ უნარებს არ უკავშირებდა
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
2/8
აქციის მონაწილეები ყველსა მოუწოდებდნენ - "დაამსხვრიე შუშის ჭერი!". ეს ნიშნავდა უარის თქმას ქალებთან მიმართებაში არსებულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ქალების კარიერულ ზრდას მათ პროფესიულ უნარებს არ უკავშირებდა
© Sputnik / Alexander Imedashviliფემინისტების აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო, მაგრამ ისინი ძირითადად მაყურებელთა როლში ესწრებოდნენ აქციას - პერფორმანსის მონაწილეთა რაოდენობა ცოტა იყო
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
3/8
ფემინისტების აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო, მაგრამ ისინი ძირითადად მაყურებელთა როლში ესწრებოდნენ აქციას - პერფორმანსის მონაწილეთა რაოდენობა ცოტა იყო
© Sputnik / Alexander Imedashviliდაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პერფორმანსის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მინა, რომელიც ქალებისათვის კარიერაში და საზოეგადოებრივ ცხოვრებაში "შუშის ჭერის" სიმბოლოდ გამოიყენებოდა
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
4/8
დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პერფორმანსის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მინა, რომელიც ქალებისათვის კარიერაში და საზოეგადოებრივ ცხოვრებაში "შუშის ჭერის" სიმბოლოდ გამოიყენებოდა
© Sputnik / Alexander Imedashviliპერფორმანსის მონაწილეებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ფორმები ჩაიცვეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ქალებსაც ისევე შეუძლიათ ყველა სამუშაოს შესრულება, როგორც მამაკაცებს
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
5/8
პერფორმანსის მონაწილეებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ფორმები ჩაიცვეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ქალებსაც ისევე შეუძლიათ ყველა სამუშაოს შესრულება, როგორც მამაკაცებს
© Sputnik / Alexander Imedashviliმას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მიმართეს და ქალებთან დაკავშირებით სტერეოტიპებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს, პერფორმანსის მონაწილეებმა მინა მიწაზე დადეს და ფეხით გათელეს
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
6/8
მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მიმართეს და ქალებთან დაკავშირებით სტერეოტიპებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს, პერფორმანსის მონაწილეებმა მინა მიწაზე დადეს და ფეხით გათელეს
© Sputnik / Alexander Imedashviliვინაიდან ქალებისათვის არც ისე იოლი აღმოჩნდა მინის დამსხვრევა, მათ მამაკაცები მიეხმარნენ
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
7/8
ვინაიდან ქალებისათვის არც ისე იოლი აღმოჩნდა მინის დამსხვრევა, მათ მამაკაცები მიეხმარნენ
© Sputnik / Alexander Imedashviliპერფორმანს "დაამსხვრიე შუშის ჭერის" მონაწილეები საქართველოს მთავრობის სახლთან
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
8/8
პერფორმანს "დაამსხვრიე შუშის ჭერის" მონაწილეები საქართველოს მთავრობის სახლთან
ყველა ახალი ამბავი
0