04:39 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ფოტო

„ეს შენ გეხება“ — აქცია თბილისში

მოკლე ბმულის მიღება
1101
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
  • ეს შენ გეხება
© Sputnik/ Levan Avlabreli
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან.

რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა შაბათს თბილისის ქუჩებში, რათა პირადი ცხოვრებაზე უკანონო მიყურადება და ფარული კამერით გადაღებული მაკომპრომეტირებელი კადრების გავრცელება გაეპროტესტებინათ. იხილეთ აქციის ამსახველი ფოტოლენტა.

დაახლოებით სამასმა ადამიანმა, რომელთა შორისაც იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ხელოვნების მოღვაწეები, თბილისის ცენტრში — ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიამდე — მსვლელობა მოაწყო, რათა პირად ცხოვრებაზე უკანონო თვალთვალი გაეპროტესტებინათ. აქციის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი „ეს შენ გეხება“.

პროტესტი გასულ კვირაში პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური ხასიათის ვიდეოკადრების ინტერნეტით გავრცელებას მოჰყვა, რომლის ერთ–ერთი მონაწილე პირი, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი ქალბატონი გახლდათ. ამ კვირის დასაწყისში კი კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც მონაწილეთა სახეები დაფარული იყო, თუმცა შეიცავდა მუქარას, რომ ავტორი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ინტიმური ცხოვრების ამსახველ კადრებსაც გამოამზეურებდა. ორივე ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტების სწრაფი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

მეტი ფოტოლენტა

  • მაღალმთიანი სვანეთის ზამთრის პეიზაჟი
    Last update: 11:01 23.02.2018
    11:01 23.02.2018

    უშგული – სვანეთის მარგალიტი

    უშგული - დასახლება მაღალმთიან სვანეთში. იხილეთ ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურება ზამთარში უშგული, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მუდმივად დასახლებულ ადგილად მიიჩნევა

    50
    15
  • ბაზრობა ყველიერის დღესასწაულზე რუსთავში
    Last update: 12:17 20.02.2018
    12:17 20.02.2018

    როგორ აღნიშნეს ყველიერი რუსთავში

    რუსთავში გასულ შაბათ-კვირას ყველიერის დღესასწაული აღნიშნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების სურათები

    102
    22
  • ხანძარი ისტორიულ შენობაში აღმაშენებლის გამზირზე
    Last update: 15:25 19.02.2018
    15:25 19.02.2018

    როგორ იწვოდა ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში

    ხანძრის შედეგად აღმაშენებლის გამზირზე დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ებრძოდნენ მეხანძრეები შენობაში გაჩენილ ცეცხლს

    76
    10
  • გასაოცარი სვანური კოშკები
    Last update: 21:48 17.02.2018
    21:48 17.02.2018

    უნიკალური სვანური კოშკები: საქართველოს ღირსშესანიშნაობები

    სვანური კოშკები საქართველოს ლამაზი სიმბოლოებია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ეს შუა საუკუნეების ეპოქის უნიკალური თავდაცვითი ნაგებობები

    72
    10

მთავარი თემები