05:24 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

27 ოქტომბრამდე Belavia ქუთაისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. ბელარუსული ავიაკომპანია Belavia 4 აგვისტოდან მინსკი – ქუთაისი – მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 21 ივლისს მიანიჭა.

გარდა ქუთაისისა, Belavia ფრენებს ბათუმისა და თბილისის მიმართულებითაც ახორციელებს.

ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74% (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%.

 

მთავარი თემები